Union  ''Article 42 of the Constitution'' Home Site Archive Site Map
             სიახლეები       ჩვენს შესახებ       ადამიანის უფლებები       სტატიები       გამომცემლობა       განათლება       არქივი       საიტის რუქა        კონტაქტი

 
    
  ნავიგაცია
სიახლეები
პროექტები
პარტნიორები
განცხადებები
მონაცემთა ბაზა
ფორუმი
კონსულტაციები
ვაკანსიები
ფოტო გალერეა
კონტაქტი
  ჩვენი ბიულეტენი
  გამოკითხვა
როგორ ფიქრობთ, გახდება ნაფიც მსაჯულთა სასამართლო საქართველოში ეფექტური მართლმსაჯულების გარანტი?
 გახდება
 არ გახდება
 არ ვიცი



არქივი
  პარტნიორები
  მთვლელი




სასამართლო საბოლოო გადაწყვეტილებას 8 დეკემბერს გამოიტანს
19-04-2007
საკონსტიტუციო სასამართლო 8 დეკემბერს საბოლოო გადაწყვეტილებას გამოიტანს ადვოკატ ონისე მებონიას და ვახტანგ მასურაშვილის საკონსტიტუციო სარჩელებზე, რომელთა მოსარჩელეთა წარმომადგენლები ორგანიზაცია “კონსტიტუციის 42-ე მუხლი” და ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია მოითხოვენ არაკონსტიტუციურად იქნეს ცნობილი სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 208-ე მუხლის მე-6-ე და მე-7 ნაწილები, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 212-ე მუხლის მე-5 და მე-6 ნაწილები საქართველოს კონსტიტუციის 42-ე და მე-18 მუხლებთან მიმართებაში. საკონსტიტუციო სასამართლოს პირველმა კოლეგიამ 29 ნოემბერს მოისმინა მხარეთა დასკვნითი სიტყვა და გავიდა გადაწყვეტილების გამოსატანად. სასამართლომ ადვოკატ ონისე მებონიას და მოქალაქე ვახტანგ მასურაშვილის საკონსტიტუციო სარჩელები, ამა წლის 20 ივლისს მიიღო წარმოებაში და დააკმაყოფილა ორგანიზაცია “კონსტიტუციის 42-ე მუხლის” შუამდგომლობა, საქმის საბოლოო განხილვამდე შეჩერებულიყო სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 208 მუხლის მე-7 ნაწილი, რომლის მიხედვითაც მოსამარლის მიერ უშუალოდ სასამართლო პროცესზე გამოტანილი განკარგულება პირის დაპატიმრების შესახებ არ საჩივრდებოდა.სწორედ სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 208 მუხლის საფუძველზე იყვნენ დაპატიმრებულები ირაკლი კაკაბაძე, ლაშა ჩხარტიშვილი და “თანასწორობის ინსტიტუტის” სხვა წევრები. საკონსტიტუციო სასამართლოს აღნიშნული გადაწყვეტილების საფუძველზე, ამ მუხლით პატიმრობაში მყოფ ნებისმიერ პირს შესაძლებლობა ეძლევა გაასაჩივროს მოსამართლის განკარგულება მისი დაპატიმრების თაობაზე. იმ შემთხვევაში კი, თუ დადასტურდება, რომ პირი მოსამართლის მიერ უკანონოდ იყო დაპატიმრებული, მას შეუძლია მოითხოვოს კომპენსაცია.
Really Simple Syndication 2.0 საავტორო უფლებები დაცულია © 2007, "კონსტიტუციის 42 -ე მუხლი"
ვებ-გვერდის შექმნა დაფინანსებულია ნიდერლანდების საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ