Union  ''Article 42 of the Constitution'' Home Site Archive Site Map
             სიახლეები       ჩვენს შესახებ       ადამიანის უფლებები       სტატიები       გამომცემლობა       განათლება       არქივი       საიტის რუქა        კონტაქტი

 
    
  ნავიგაცია
სიახლეები
პროექტები
პარტნიორები
განცხადებები
მონაცემთა ბაზა
ფორუმი
კონსულტაციები
ვაკანსიები
ფოტო გალერეა
კონტაქტი
  ჩვენი ბიულეტენი
  გამოკითხვა
როგორ ფიქრობთ, გახდება ნაფიც მსაჯულთა სასამართლო საქართველოში ეფექტური მართლმსაჯულების გარანტი?
 გახდება
 არ გახდება
 არ ვიცი



არქივი
  პარტნიორები
  მთვლელი




აზერბაიჯანიდან დევნილის ექსტრადირების საკითხი შეჩერდა
19-04-2007
ორგანიზაცია კონსტიტუციის 42-ე მუხლი იცავს აზერბაიჯანის სახელმწიფოდან დევნილ აზერ სამედოვის ინტერესებს, რომელიც არის აზერბაიჯანის მოქალაქე. 1998 წლიდან იგი აზერბაიჯანში ხელმძღვანელობდა არასამთავრობო ორგანიზაციებს ”ჯუმა მეჩეთი”, “ისლამ ითთიჰადი”, “სინდისისა და რწმენის ორგანიზაციების დაცვის ცენტრი”. მისი მოღვაწეობა წლების მანძილზე დაკავშირებული იყო აზერბაიჯანში სამოქალაქო საზოგადოების მშენებლობასთან, ადამიანთა უფლებათა დაცვასთან. მისი ღია და პრინციპული პოზიცია ხშირად ხელისუფლების მხრიდან უკმაყოფილებას იწვევდა, რაც მისი პიროვნული დევნის მიზეზი გახდა. აზერბაიჯანში 2003 წლის საპრეზიდენტო არჩევნების მონიტორინგის განხორციელებისა და ხელისუფლების მიერ დაშვებული დარღვევების ღიად დაფიქსირების ნიადაგზე ა. სამედოვის მიმართ დევნამ აშკარად საშიში ფორმები მიიღო, რის შედეგადაც იგი იძულებული გახდა დაეტოვებინა თავისი სამშობლო და ჩამოსულიყო საქართველოში. ერთი წელზე მეტი იგი თბილისში ცხოვრობს და აგრძელებს უფლებადაცვით საქმიანობას (2005 წლის აპრილში მან დააფუძნა არასამთავრობო ორგანიზაცია “სინდისისა და რწმენის თავისუფლების დაცვის კავკასიური ცენტრი”). 2006 წლის მარტში ა. სამედოვი დაპატიმრებული იქნა საქართველოს სამართალდამცავი ორგანოების მიერ აზერბაიჯანის სახელმწიფოს უშიშროების ორგანოებიდან მიღებული განაცხადის საფუძველზე. მას, როგორც ექსტრადიციას დაქვემდებარებულ პირს, სასამართლოს მიერ შეუფარდეს სამთვიანი წინასწარი პატიმრობა. მიმდინარე წლის 14 აპრილს მას საპატიმრო ღონისძიება შეეცვალა გირაოთი და იგი გათავისუფლდა, რაშიც დიდი როლი მიუძღვის ორგანიზაცია “კონსტიტუციის 42-ე მუხლის” ადვოკატებს. 2006 წლის მაისში ა. სამედოვმა განცხადებით მიმართა საქართველოს ლტოლვილთა და განსახლების სამინისტროს ლტოლვილის სტატუსის მინიჭებაზე, წარედგინა რა სრული და ამომწურავი ინფორმაცია მისი საქმიანობის შესახებ. საქართველოს ლტოლვილთა და განსახლების სამინისტრომ 2006 წლის 17 სექტემბერს უარი უთხრა ა.სამედოვს ლტოლვილის სტატუსის მინიჭებაზე იმ საფუძვლით,რომ მის მიერ მოყვანილი ინფორმაცია და მასალები არ ასაბუთებენ აზერბაიჯანის სახელმწიფოს მხრიდან დევნის ფაქტს.კანონით დადგენილ ერთთვიან ვადაში სამედოვის წარმომადგენლებმა მანანა კობახიძემ და ელენე ფილეევამ გაასაჩივრეს ზემოაღნიშნული გადაწყვეტილება და მოითხოვეს მოსარჩელეს მიმართ ახალი ადმინისტრაციული აქტის გამოცემა ლტოლვილის სტატუსის მინიჭების თაობაზე. 2006 წლის 31 ოქტომბერს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულმა პალატამ სარჩელი დასაშვებად ცნო, რაც ნიშნავს, რომ აზერ სამედოვის სარჩელი საქართველოს და ლტოლვილთა სამინისტროს მიმართ ადმინისტრაციული აქტის ლტოლვილთა სტატუსის მინიჭებაზე და ახალი ადმინისტრაციული აქტის გამოცემის თაობაზე მიღებულ იქნა არსებით განსალხილველად.
Really Simple Syndication 2.0 საავტორო უფლებები დაცულია © 2007, "კონსტიტუციის 42 -ე მუხლი"
ვებ-გვერდის შექმნა დაფინანსებულია ნიდერლანდების საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ