Union  ''Article 42 of the Constitution'' Home Site Archive Site Map
             სიახლეები       ჩვენს შესახებ       ადამიანის უფლებები       სტატიები       გამომცემლობა       განათლება       არქივი       საიტის რუქა        კონტაქტი

 
    
  ნავიგაცია
სიახლეები
პროექტები
პარტნიორები
განცხადებები
მონაცემთა ბაზა
ფორუმი
კონსულტაციები
ვაკანსიები
ფოტო გალერეა
კონტაქტი
  ჩვენი ბიულეტენი
  გამოკითხვა
როგორ ფიქრობთ, გახდება ნაფიც მსაჯულთა სასამართლო საქართველოში ეფექტური მართლმსაჯულების გარანტი?
 გახდება
 არ გახდება
 არ ვიცი



არქივი
  პარტნიორები
  მთვლელი




ორგანიზაციის მისია
"კონსტიტუციის 42-ე მუხლი" არის არასამთავრობო, აპოლიტიკური, ადამიანის უფლებათა დამცველი ორგანიზაცია, რომელიც დაფუძნდა 1997 წლის 12 სექტემბერს. ორგანიზაციის წევრები არიან პროფესიონალი ადვოკატები, რომლებიც ადამიანის უფლებათა დარღვევის მსხვერპლთ უზრუნველყოფენ უფასო იურიდიული დახმარებით, სასამართლოში და სხვა სახელმწიფო დაწესებულებებში წარმომადგენლობით.
ორგანიზაციის მისიაა საქართველოს სამართლებრივ სახელმწიფოდ ჩამოყალიბება, ადამიანის ფუნდამენტურ უფლებათა და თავისუფლებათა დაცვის საერთაშორისო სტანდარტების დანერგვისა და საზოგადოებრივი მართლშეგნების ამაღლების გზით.
ორგანიზაციის მიზნები და ამოცანები :
  • საქართველოში ადამიანის უფლებათა დაცვის ხელშეწყობა
  • ქვეყანაში არსებული მოწყლადი და მარგინალური ჯგუფებისათვის, ეთნიკური და რელიგიური უმცირესობების ჩათვლით,     სამართლის ხელმისაწვდომობის გაუმჯობესება
  • ადამიანის უფლებათა დაცვის ევროპული სასამართლოსა და სხვა საერთაშორისო ორგანოთა პრეცედენტული სამართლისა და     სტანდარტებისადმი ხელმისაწვდომობის გაუმჯობესება და დაჩქარება
  • როგორც პრაქტიკოსი, ასევე მომავალი ადვოკატების პროფესიონალური დონის ამაღლება
  • საქართველოში მცირე საწარმოთათვის სამართლიანი იურიდიული გარემოსა და ბიზნეს-ეთიკის დამკვიდრების ხელშეწყობა


  • დემოკრატიული პროცესების მხარდაჭერა
  • ადამიანის უფლებათა შიდა კანონმდებლობის საერთაშორისო კანონმდებლობასთან შესაბამისობაში მოყვანა
  • საერთაშორისო ხელშეკრულებების დროული რატიფიცირებისა და აღსრულების მხარდაჭერა
  • ქვეყანაში მმართველობის ჯანსაღი პრინციპების დამყარების ხელშეწყობა


  • ადამიანის უფლებათა შესახებ საზოგადოებრივი ცნობიერების ამაღლება
  • ადამიანის ფუნდამენტურ უფლებებზე და მათი დაცვის საერთაშორისო მექანიზმებზე სამოქალაქო მოხელეთა ცნობიერების     ამაღლება.


  • ორგანიზაციის შესაძლებლობათა განვითარება
  • ჯანსაღად ფუნქციონირებადი ორგანიზაციის შესანარჩუნებლად არსებული პოლიტიკისა და სისტემების გაძლიერება
  • ორგანიზაციის პოტენციალის ზრდა ტექნიკური დახმარების, ტრეინინგის და თანამშრომელთა პროფესიონალური განვითარების     მეშვეობით


  • ჩვენი ღირებულებებია :
  • პროფესიონალიზმი
  • საზოგადოების სამსახურში ყოფნა
  • ეთიკის მაღალი სტანდარტი
  • პასუხისმგებლობა
  • პრინციპულობა
  • თანამშრომლობა და გუნდური მუშაობა
  • სწრაფვა განვითარებისა და მდგრადობისაკენ
  • Really Simple Syndication 2.0 საავტორო უფლებები დაცულია © 2007, "კონსტიტუციის 42 -ე მუხლი "
    ვებ-გვერდის შექმნა დაფინანსებულია ნიდერლანდების საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ