Union  ''Article 42 of the Constitution'' Home Site Archive Site Map
             სიახლეები       ჩვენს შესახებ       თანამშრომლები       განათლება       გამომცემლობა       ფოტო გალერეა       არქივი       საიტის რუქა        კონტაქტი

 
2009 წლის 25 იანვარს 11 საათზე ჩანიშნულია ორგანიზაცია კონსტიტუციის 42-ე მუხლის საერთო კრება ::  სახალხო დამცველის აპარატი და ორგანიზაცია ,,კონსტიტუციის 42-ე მუხლი" აცხადებენ შიდსის თემატიკასთან დაკავშირებული პოსტერების კონკურსს ::  18 ოქტომბერი - ტრეფიკინგის წინააღმდეგ ბრძოლის დღეა ::  ცხადდება კონკურსი საუკეთესო ესეს გამოსავლენად ::  ორგანიზაცია “კონსტიტუციის 42-ე მუხლი” პროექტის “სტრატეგიული სამართალწარმოება კავკასიაში” ფარგლებში აცხადებს კონკურსს სტრატეგიული საქმის შესარჩევად. ::  სტაჟირება ადვოკატებისთვის ::  “პატიმართა ჯანმრთელობა და მათი სამართლებრივი მდგომარეობა” :: 
    
  ნავიგაცია
სიახლეები
ადვოკატები
პროექტები
პარტნიორები
მონაცემთა ბაზა
პუბლიკაციები
ფორუმი
ვაკანსიები
კონსულტაციები
საიტის რუქა
კონტაქტი
  კალენდარი
მარტი 2010
კვ ორშ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ
28 1 2 3 4 5 6
7 8 9 10 11 12 13
14 15 16 17 18 19 20
21 22 23 24 25 26 27
28 29 30 31 1 2 3
  გამოკითხვა
როგორ ფიქრობთ, გახდება ნაფიც მსაჯულთა სასამართლო საქართველოში ეფექტური მართლმსაჯულების გარანტი?
 გახდება
 არ გახდება
 არ ვიცი



არქივი
  პარტნიორები
  მთვლელი




ანონსები
30-10-2009
     შაბათს, 2009 წლის 31 ოქტომბერს, 11:30 საათზე, ორგანიზაცია “კონსტიტუციის 42-ე მუხლის” ოფისში (მის: შევჩენკოს #12) გაიმართება პრესკონფერენცია თემაზე:

ევროსასამართლომ იგორ გიორგაძის მომხრეების საქმეზე გადაწყვეტილება გამოიტანა 

     პრესკონფერენციაზე ორგანიზაციის ადვოკატები ისაუბრებენ ევროსასამართლოს მიერ 27 ოქტომბერს გამოქვეყნებული გადაწყვეტილების შესახებ, რომელიც ეხება საქართველოს პრეზიდენტის, პარლამენტის თავმჯდომარის, შინაგან საქმეთა, უშიშროების და  თავდაცვის  მინისტრების მკვლელობასა და სახელმწიფო გადატრიალების მცდელობაში ბრალდებულების საქმეს.



20-10-2009
ოთხშაბათს, 2009 წლის 21 ოქტომბერს, 11:00 საათზე, ორგანიზაცია “კონსტიტუციის 42-ე მუხლის” ოფისში (მის: შევჩენკოს #12) გაიმართება პრესკონფერენცია თემაზე:

ორგანიზაცია “კონსტიტუციის 42-ე მუხლმა” ევროსასამართლოში კიდევ ერთი საქმე მოიგო
 
პრესკონფერენციაზე ორგანიზაციის ადვოკატები ისაუბრებენ ევროსასამართლოს მიერ საქართველოს წინააღმდეგ გუშინ გამოქვეყნებული მნიშვნელოვანი გადაწყვეტილების შესახებ.
მედიისა და საზოგადოებისათვის ცნობილი გახდება ევროსასამართლოს გადაწყვეტილების დეტალების, იმ რეკომენდაციების და ჯარიმების შესახებ, რაც საქართველოს სახელმწიფოს ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ დააკისრა.



18-05-2009
სამშაბათს, 2009 წლის 19 მაისს, 11:30 საათზე, ორგანიზაცია "კონსტიტუციის 42-ე მუხლის" ოფისში გაიმართება პრესკონფერენცია, რომელიც შეეხება საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ რამდენემე დღის წინ მიღებულ უპრეცედენტო გადაწყვეტილებას.
პრესკონფერენციაზე მედიისათვის ცნობილი გახდება საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ საკონსტიტუციო სასამართლოში შეტანილი სარჩელის და საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილების დეტალები.


27-01-2009
ხუთშაბათს, 22 იანვარს, 14:00 საათზე ორგანიზაცია "კონსტიტუციის 42-ე მუხლის" ოფისში (მის: შევჩენკოს ქ. # 12, მე-5 სართული) გაიმართება ორგანიზაცია "კონსტიტუციის 42-ე მუხლის" პრესკონფერენცია თემაზე:
ევროსასამართლოს 2 ახალი გადაწყვეტილება საქართველოს წინააღმდეგ.
ადამიანის უფლებათა ევროპის სასამართლომ რამდენიმე დღის წინ საქართველოს წინააღმდეგ ორი გადაწყვეტილება გამოიტანა. ორთავე საქმეზე ევროსასამართლოში წარმომადგენლობას ახორციელებდა ორგანიზაცია „კონსტიტუციის 42-ე მუხლი".
პრესკონფერენციაზე ორგანიზაციის ადვოკატები ისაუბრებენ ევროსასამართლოს გადაწყვეტილებების დეტალებზე, ევროკონვენციის რომელი მუხლების დარღვევა დაადგინა ევროსასამართლომ და რა ოდენობის ფულადი სანქციები დააკისრა საქართველოს სახელმწიფოს.


26-12-2008

ორგანიზაცია "კონსტიტუციის 42-ე მუხლი" ასაჩივრებს კანონს, რომლის მიხედვითაც დაცვის უფლება არ არის გარანტირებული და გამომძიებლის სურვილზეა დამოკიდებული ადვოკატს გააცნობენ თუ არა საქმის მასალებს.
ადვოკატები, მიიჩნევენ, რომ კანონმდებლობის აღნიშნული ნორმა წინააღმდეგობაში მოდის როგორც საქართველოს კონსტიტუციასთან, ასევე ადამიანის უფლებათა დაცვის ევროპულ კონვენციასთან.
პრესკონფერენციაზე "42-ე მუხლის" ადვოკატები მედიას დეტალურად გააცნობენ საკონსტიტუციო სარჩელის შინარსს, კანონის იმ ნორმებს, რომლებიც ადვოკატებს არ აძლევენ შესაძლებლობას გაეცნონ სისხლის სამართლის საქმეს და სათანადოდ დაიცვან ეჭვმიტანილთა, ბრალდებულთა და დაზარალებულთა უფლებები.
აგრეთვე ისაუბრებენ თუ როგორ იყენებს ბრალდების მხარე პრაქტიკაში ამ არაკონსტიტუციურ ნორმას.
პრესკონფერენციაზე დასახელდება კონკრეტული საქმეები, რომლებმაც აღნიშნული ნორმის არსებობის გამო ვერ განახორციელეს სრულყოფილი დაცვა.



25-10-2008
ხუთშაბათს, 30 ოქტომბერს, 11:30 საათზე ორგანიზაცია "კონსტიტუციის 42-ე მუხლის" ოფისში (მის: შევჩენკოს ქ. # 12, მე-5 სართული) გაიმართება ორგანიზაცია "კონსტიტუციის 42-ე მუხლის" და "ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის" ერთობლივი პრესკონფერენცია მოთხოვნით: განთავისუფლდეს პროფესორი ქუცნაშვილი უკანონო პატიმრობიდან!
პრესკონფერენციაზე ორგანიზაციების ხელმძღვანელები დეტალურად ისაუბრებენ იმაზე, თუ როგორ ხორციელდება იურისტ, ასოციაცია `კანონი ხალხისათვის" თავმჯდომარის ზაქარია ქუცნაშვილის, მამის - პროფესორ ომარ ქუცნაშვილის მიმართ უკანონო სისხლის სამართლებრივი დევნა. "კონსტიტუციის 42-ე მუხლმა" და "ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ" შეისწავლეს პროფესორ - ომარ ქუცნაშვილის სისხლის სამართლის საქმე და მოამზადეს დასკვნა. მედიისათვის ევროსასამართლოში გასაგზავნი საქმის ნიუანსების გარდა, ცნობილი გახდება ბრალდების მიერ გაყალბებული დოკუმენტების და კანონდარღვევების აქამდე უცნობი დეტალები და ის მტკიცებულებები, რომლებიც ადასტურებენ ომარ ქუცნაშვილის უდანაშაულობას წარდგენილ ბრალდებაში.


20-10-2008
2008 წლის 21 ოქტომბერს, 12:00 სთ-დან 15:00 სთ-მდე "ქორთიარდ მარიოტში" (თავისუფლების მოედანი #4) ამ თარიღის აღსანიშნავად, ადამიანით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) მსხვერპლთა, დაზარალებულთა დაცვისა და დახმარების სახელმწიფო ფონდი და საქართველოში მოღვაწე არასამთავრობო და საერთაშორისო ორგანიზაციები აწყობენ ღონისძიებას, რომლის მიზანია საზოგადოებრივი ცნობიერების ამაღლება ადამიანის უფლებების ფუნდამენტური დარღვევის დანაშაულის შესახებ. ღონისძიებაზე მონაწილე ორგანიზაციები გააკეთებენ პრეზენტაციას იმ აქტივობების შესახებ, რომლებისაც ახორციელებენ ტრეფიკინგის დანაშაულთან ბრძოლისათვის - დანაშაულის პრევენცია, ტრეფიკინგის მსხვერპლთა დახმარება და დაცვა, სისხლის სამართლებრივი დევნა.
ორგანიზატორები: ადამიანით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) მსხვერპლთა, დაზარალებულთა დაცვისა და დახმარების სახელმწიფო ფონდი;შრომის საერთაშორისო ორგანიზაცია (ILO); საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია; მიგრაციის საერთაშორისო ორგანიზაცია (IOM); საქართველოს სახალხო დამცველის ოფისი; ევროპაში უშიშროების და თანამშრომლობის ორგანიზაცია (OSCE); World Vision -საქართველო; კონსტიტუციის 42-ე მუხლი; საინფორმაციო სამედიცინო ფსიქოლოგიური ცენტრი "თანადგომა"; "ქალები მომავლისთვის"; ქალთა საინფორმაციო ცენტრი; ადამიანის ჰარმონიული განვითარების საზოგადოება; ძალადობისგან დაცვის ეროვნული ქსელი.


14-09-2008
შაბათს, 13 სექტემბერს, 11:30 საათზე ორგანიზაცია "კონსტიტუციის 42-ე მუხლის" ოფისში გაიმართება პრესკონფერენცია

05-06-2008
შაბათს, 7 ივნისს სასტუმრო "თბილისი მერიოტში" (მის: რუსთავლის #13) 10:30 საათიდან 16:00 საათმდე გაიმართება მრგვალი მაგიდა "პატიმართა ჯანმრთელობა და მათი სამართლებრივი მდგომარეობა". მრგვალი მაგიდა ეწყობა ორგანიზაცია "კონსტიტუციის 42-ე მუხლის" ორგანიზებით, პროექტის "მოწყვლადი და მარგინალური ჯგუფების წარმომადგენელთათვის სამართლებრივი დახმარების აღმოჩენა სასჯელაღსრულებით დაწესებულებებში" ფარგლებში. შეხვედრაში მონაწილეობას მიიღებენ სამთავრობო, არასამთავრობო და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლები.

02-05-2008
5-6 მაისს, თელავში ევროსასამართლოს საქმეებზე მომუშავე ადვოკატებისათვის სამუშაო შეხვედრა გაიმართება.
შეხვედრა გაიხსნება ორშაბათს, 5 მაისს, დილის 10:00 საათზე, სასტუმრო "რჩეულ მარანში" (მის. ქ. თელავი, ჭავჭავაძის 154).
შეხვედრას წარმართავენ ევროსასამართლოს კანცელარიის იურისტი, ევროსაბჭოსა და ორგანიზაცია "კონსტიტუციის 42-ე მუხლის" ექსპერტები.
ევროსასამართლოს და ევროსაბჭოს ექსპერტების მონაწილეობით თელავში პირველად იმართება ევროსასამართლოს ქსელის ადვოკატებთან შეხვედრა.
შეხვედრაზე განხილული იქნება ევროსასამართლოსთან დაკავშირებული მნიშვნელოვანი საკითხები, გაიმართება იმიტირებული სასამართლო პროცესი.


29-04-2008
ოთხშაბათს, 30 აპრილს, 17:00 საათზე, სახალხო დამცველის ოფისში გაიმართება პროექტის პრეზენტაცია.
პროექტის სახელწოდებაა "მოწყვლადი და მარგინალური ჯგუფების წარმომადგენელთათვის სამართლებრივი დახმარების აღმოჩენა სასჯელაღსრულებით დაწესებულებებში". პროექტს ახორციელებს ორგანიზაცია "კონსტიტუციის 42-ე მუხლი" ეუთოს მისიის მხარდაჭერით.
პროექტის განხორციელების აუცილებლობა გამოიწვია სასჯელაღსრულებით დაწესებულებებში ავადმყოფი პატიმრების მძიმე მდგომარეობამ და გახშირებულმა სიკვდილიანობამ.
პრეზენტაციაზე საქართველოში ეუთოს მისიის წარმომადგენელი, სახალხო დამცველი და "კონსტიტუციის 42-ე მუხლის" წარმომადგენლები ისაუბრებენ პროექტის მნიშვნელობაზე და საზოგადოებას გააცნობენ პროექტის ფარგლებში დაგეგმილ ღონისძიებებს.


18-03-2008
22 მარტს, 10:00 საათზე,  ბათუმში, სასტუმრო თანამგზავრში გაიხსნება ევროსასამართლოს საქმეებზე მომუშავე ადვოკატების სამუშაო შეხვედრა.
შეხვედრის ორგანიზატორია "კონსტიტუციის 42-ე მუხლი". შეხვედრაში მონაწილეობას მიიღებენ აჭარის რეგიონში მოქმედი პრაქტიკოსი ადვოკატები.


10-12-2007
15 დეკემბერს, ორგანიზაცია "კონსტიტუციის 42-ე მუხლის" ადვოკატები თელავში გამართავენ სამუშაო შეხვედრას კახეთის რეგიონის ადვოკატებთან. შეხვედრაზე განხილული იქნება საკონსტიტუციო და ევროსასამართლოში საქმისწარმოების ძირითადი პრინციპები და თავისებურებები.

07-12-2007
ორშაბათს, 10 დეკემბერს, 11:30 საათზე, ადამიანის უფლებათა დაცვის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით ორგანიზაცია "კონსტიტუციის 42-ე მუხლის" ოფისში გაიმართება პრესკონფერენცია.
პრესკონფერენციაზე ორგანიზაციის ადვოკატები ისაუბრებენ საქართველოში ადამიანის უფლებების სფეროში გასულ წელს მიმდინარე პროცესებზე და ვითარებაზე.
პრესკონფერენციაზე ცნობილი გახდება ასევე რამდენიმე დღის წინ საკონსტიტუციო სასამართლოში შეტანილი სარჩელის შესახებ.
ორგანიზაცია "კონსტიტუციის 42-ე მუხლი" საკონსტიტუციო სასამართლოში ასაჩივრებს პარლამენტის მიერ სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსში შეტანილ იმ ცვლილებებს, რომლებითაც არსებითად შეიზღუდა პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ გამოტანილი წინასწარი პატიმრობის ბრძანების გასაჩივრების შესაძლებლობა.
აღნიშნული ცვლილებები ეწინაღმდეგება საქართველოს კონსტიტუციის 42-ე მუხლს და ადამიანის უფლებათა ევროკონვენციას.


22-11-2007
22 ნოემბერს, ხუთშაბათს 11:30 საათზე, ორგანიზაცია "კონსტიტუციის 42-ე მუხლის" ოფისში გაიმართება პრესკონფერენცია თემაზე: ევროსასამართლომ საქართველოს წინააღმდეგ კიდევ ერთი მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება გამოიტანა.

04-11-2007
ხუთშაბათს, 15 ნოემბერს, 11სთ-ზე თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში განიხილება ანჟელიკა კიკნაძის სარჩელი ქალაქ თბილისის მერიისა და საქართველოს ფინანსთა სამინისტროს წინააღმდეგ. დავის საგანია კოოპერატიული ბინათმშენებლობიდან წარმოშობილი დავალიანების გადახდა 75380 ლარის ოდენობით. მოსარჩელის ინტერესებს იცავენ ორგანიზაცია "კონსტიტუციის 42-ე მუხლის" ადვოკატები. დავას იხილავს მოსამართლე ნინო შარაძე.

03-11-2007
შაბათს, 3 ნოემბერს, 12:00 საათზე ბიზნეს ცენტრ “კალასში” (მის: ლესელიძის ქ. # 25)  გაიხსნება კონფერენცია “ადამიანის უფლებათა ევროკონვენციის დანერგვა ქვეყნის შიდა სამართალწარმოებაში”.

17-09-2007
ოთხშაბათს, 19 სექტემბერს, 12:00სთ-ზე თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში განიხილება ირანის ისლამური რესპუბლიკის მოქალაქის სარჩელი. საქმეზე მოპასუხე მხარეს წარმოადგენს საქართველოს ლტოლვილთა და განსახლების სამინისტრო. დავის საგანია ლტოლვილის სტატუსის მინიჭებაზე უარის ბათილობა. მოსარჩელეს ინტერესებს იცავენ ორგანიზაცია "კონსტიტუციის 42-ე მუხლის" ადვოკატები. დავას იხილავს მოსამართლე ნინო ონიანი.

06-09-2007
პარასკევს, 7 სექტემბერს, 11 საათზე თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ კოლეგიაში გაიმართება მოსამზადებელი სდომა მოსარჩელე გრიგილ კარაპეტიანის საქმეზე. მოსარჩელე მოითხოვს ძველი თბილისის რაიონის გამგეობის მიერ გამოცემული ადმინისტრაციული აქტის ბათილობას, რომლითაც მას უარი ეთქვა საცხოვრებელი ფართის პრივატიზაციაზე. მოსარჩელის ინტერესებს სასამართლოში იცავს ორგანიზაცია “კონსტიტუციის 42-ე მუხლის” ადვოკატები ნინო ელბაქიძე და ანა თვარაძე.

20-06-2007
ოთხშაბათს, 20 ივნისს, ორგანიზაცია "კონსტიტუციის 42-ე მუხლის" ადვოკატები წალენჯიხის რაიონის მოსახლეობას გაუწევენ უფასო იურიდიულ კონსულტაციებს. კონსულტაციები გაიმართება, 13:00 საათიდან 16:00 საათამდე წალენჯიხაში, წალენჯიხის რაიონის გამგეობის შენობაში.

20-06-2007
ოთხშაბათს, 2007 წლის 20 ივნისს, 11:00სთ-ზე ქ. ზუგდიდში ორგანიზაცია "კონსტიტუციის 42-ე მუხლი" მართავს შეხვედრას ზუგდიდში მომუშავე ავოკატებთან. შეხვედრა იმართება პროექტის "სტრატეგიული სამართალწარმოება კავკასიაში" ფარგლებში. შეხვედრის ძირითადი თემაა წამების, არაადამიანური და დამამცირებელი მოპყრობის აკრძალვა.

15-06-2007
პარასკევს, 2007 წლის 15 ივნისს, 11 საათზე თბილისის სააპელაციო სასამართლოში გაიმართება სასამართლო პროცესი საქმეზე მარიამ ჯიშკარიანი კოტე კემულარიას წინააღმდეგ, პატივის ღირსებისა და საქმიანი რეპუტაციის შემლახველი ინფორმაციის გავრცელების შესახებ სარჩელთან დაკავშირებით. მარიამ ჯიშკარიანის ინტერესებს იცავს ორგანიზაცია "კონსტიტუციის 42 -ე მუხლის" გამგეობის თავმჯდომარე, ადვოკატი მანანა კობახიძე.

14-06-2007
ხუთშაბათს, 14 ივნისს, 13 საათზე დიუმას ცენტრის საკონფერენციო დარბაზში გაიმართება ასოციაცია "მწვანე ალტერნატივა"-ს და ორგანიზაცია "კონსტიტუციის 42-ე მუხლი"-ს მიერ მომზადებული ანგარიშის - სახელმწიფო ქონების პრივატიზების აგრესიული პოლიტიკა, ანუ "პრივატიზება ქართულად" პრეზენტაცია.

13-06-2007
13 ივნისს, 15:00 საათზე. ქ. თბილისის საააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა განიხილავს ჩაქვის სანაპიროზე ნაღმზე აფეთქებულ ვართაზარ ეგიზარიანის და აშოტ სურმალიანის სააპელაციო საჩივარს. მოწინააღმდეგე მხარეები - საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო, საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო, სოციალური დაზღვევის ერთიანი სახელმწიფო ფონდი, ისანი-სამგორის რაიონის გამგეობა. მოსარჩელის ინტერესების დამცვლები - ორგანიზაცია “კონსტიტუციის 42-ე მუხლის” ადვოკატები: ქეთევან მეხუზლა, ვანდა ჯიჯელავა. მოთხოვნა - მატერიალური და მორალური ზიანის ანაზღაურება.

13-06-2007
ოთხშაბათს, 13 ივნისს, 14 საათზე ქ. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში გაიმართება დახურული სასამართლო სხდომა. მოპასუხე - ეკონომიკური განვითარების სამინისტრო; მოსარჩელე - ასოციაცია "მწვანე ალტერნატივა". მოსარჩელეს ინტერესებს იცავენ ორგანიზაცია "კონსტიტუციის 42-ე მუხლის" ადვოკატები რუსუდან მჭედლიშვილი და კახაბერ კახაბერი. დავის საგანი - გარემოსდაცვითი ინფორმაციის განსაიდუმლოება.

05-06-2007
2007 წლის, 5 ივნისს, 16:00 საათზე, თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციული კოლეგიაში გაიმართება მთავარი სხდომა. მოსარჩელე ასოციაცია _ მწვანე ალტერნატივა, მოპასუხე _ ეკონომიკური განვითარების სამინისტრო. მოსარჩელის ინტერესებს იცავენ ორგანიზაცია “კონსტიტუციის 42-ე მუხლის” ადვოკატები რუსუდან მჭედლიშვილი და კახაბერ კახაბერი. მოსარჩელე მხარე სასამართლოში ასაჩივრებს ეკონომიკური განვითარების სამინისტროს უარს “ჭიათურმანგანუმის” გასხვისების ფაქტზე საჯარო ინფორმაციის გაცემაზე.

01-06-2007
1-დან 8 ივნისამდე ორგანიზაცია “კონსტიტუციის 42-ე მუხლი” იწყებს საქველმოქმედო აქციას “ბავშვებთან ერთად ძალადობის წინააღმდეგ”. ორგანიზაციის ადვოკატები თბილისის საჯარო და კერძო სკოლებში მოსწავლეებისათვის გამართავენ სემინარებს ძალადობის წინააღმდეგ.

Really Simple Syndication 2.0 საავტორო უფლებები დაცულია © 2007, "კონსტიტუციის 42 -ე მუხლი "
ვებ-გვერდის შექმნა დაფინანსებულია ნიდერლანდების საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ