Union  ''Article 42 of the Constitution'' Home Site Archive Site Map
             სიახლეები       ჩვენს შესახებ       ადამიანის უფლებები       სტატიები       გამომცემლობა       განათლება       არქივი       საიტის რუქა        კონტაქტი

 
    
  ნავიგაცია
სიახლეები
პროექტები
პარტნიორები
განცხადებები
მონაცემთა ბაზა
ფორუმი
კონსულტაციები
ვაკანსიები
ფოტო გალერეა
კონტაქტი
  ჩვენი ბიულეტენი
  გამოკითხვა
როგორ ფიქრობთ, გახდება ნაფიც მსაჯულთა სასამართლო საქართველოში ეფექტური მართლმსაჯულების გარანტი?
 გახდება
 არ გახდება
 არ ვიცი



არქივი
  პარტნიორები
  მთვლელი




საქართველოს სახალხო დამცველის, ორგანიზაცია “კონსტიტუციის 42-ე მუხლის“ და “ზიანის შემცირების საქართველოს ქსელის” ახალი ინიციატივა
04-12-2008
1 დეკემბერს, შიდსთან ბრძოლის საერთაშორისო დღეს, საქართველოს სახალხო დამცველმა, ორგანიზაცია “კონსტიტუციის 42-ე მუხლმა” და “ზიანის შემცირების საქართველოს ქსელმა” საზოგადოებას ახალი ინიციატივა შესთავაზეს. შახალხო დამცველის ოფისსი შემუშავდა და გაფორმდა შიდსის გავრცელების წინააღმდეგ ბრძოლისა და შიდსით ინფიცირებულთა მხარდასაჭერი ურთიერთთანამშრომლობის, თანადგომისა და დახმარების მემორანდუმი. მემორანდუმი ღიაა ხელმოსაწერად იმ ნებისმიერი ორგანიზაციისა და კერძო პირისათვის, ვისაც სურს და შეუძლია თავისი წვლილი შეიტანოს შიდსით ინფიცირებულთა დახმარების და შიდსის ვირუსის გავრცელების წინააღმდეგ ბრძოლის საქმეში.
მემორანდუმის შემუშავება გამოიწვია იმ ობიექტურმა რეალობამ, რაც არსებობს შიდსის ვირუსის გავრცელების კუთხით. ცივილიზებული სამყარო ათწლეულებია ებრძვის ამ პრობლემას, მაგრამ, სამწუხაროდ, პრობლემა არა თუ მცირდება, პირიქით - ყოველდღიურად საშიშ და მასშტაბურ ხასიათს იძენს.
საქართველოს სახალხო დამცველი, ორგანიზაცია “კონსტიტუციის 42-ე მუხლი” და “ზიანის შემცირების საქართველოს ქსელი” მიიჩნევენ, რომ შიდსი არის გლობალური პრობლემა და მის წინააღმდეგ ბრძოლაში აუცილებელია საზოგადოების ყველა წევრის, სამთავრობო და არასამთავრო სტრუქტურის, სხვადასხვა პოლიტიკური მრწამსისა და შეხედულების ადამიანების ურთიერთთანამშრომლობა და გაერთიანება. მემორანდუმის გაფორმების გარდა, სახალხო დამცველმა, ორგანიზაცია “კონსტიტუციის 42-ე მუხლმა” და “ზიანის შემცირების საქართველოს ქსელმა” შიდსთან ბრძოლის საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილი სხვა ღონისძიებებიც გამართეს. კერძოდ, გაიმართა მრგვალი მაგიდა სახელწოდებით “შიდსის წინააღმდეგ ბრძოლის მექანიზმები და საშუალებები”. მრგვალ მაგიდაში მონაწილეობა მიიღეს სამთავრობო, არასამთავრობო, საერთაშორისო ორგანიზაციების და მედიის წარმომადგენლებმა. მრგვალი მაგიდის დასრულების შემდეგ გაიხსნა პოსტერების გამოფენა ”ჩემი თვალით დანახული შიდსი” და მოხდება გამარჯვებული პოსტერების ავტორების დაჯილდოება. პირველი ადგილი ერგო მარრაიამ მარგიშვილს, მეორე – ლიკა ლეჟავას, ხოლო მესამე _ გიორგი კერესელიძეს.
ღონისძიებების დასრულების შემდეგ, შიდსით გარდაცვლილთა ხსოვნის პატივსაცემად სახალხო დამცველის ოფისის ეზოში მოხდა წითელი სანთლების დანთება.
Really Simple Syndication 2.0 საავტორო უფლებები დაცულია © 2007, "კონსტიტუციის 42 -ე მუხლი "
ვებ-გვერდის შექმნა დაფინანსებულია ნიდერლანდების საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ