Union  ''Article 42 of the Constitution'' Home Site Archive Site Map
             სიახლეები       ჩვენს შესახებ       ადამიანის უფლებები       სტატიები       გამომცემლობა       განათლება       არქივი       საიტის რუქა        კონტაქტი

 
    
  ნავიგაცია
სიახლეები
პროექტები
პარტნიორები
განცხადებები
მონაცემთა ბაზა
ფორუმი
კონსულტაციები
ვაკანსიები
ფოტო გალერეა
კონტაქტი
  ჩვენი ბიულეტენი
  გამოკითხვა
როგორ ფიქრობთ, გახდება ნაფიც მსაჯულთა სასამართლო საქართველოში ეფექტური მართლმსაჯულების გარანტი?
 გახდება
 არ გახდება
 არ ვიცი



არქივი
  პარტნიორები
  მთვლელი




პარლამენტს არაკონსტიტუციური ნორმის გასწორება მოუწევს
19-05-2009
2009 წლის 13 მაისს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლომ გადაწყვეტილება გამოიტანა საქმეზე “საქართველოს სახალხო დამცველი, საქართველოს მოქალაქე ელგუჯა საბაური და რუსეთის ფედერაციის მოქალაქე ზვიად მანია საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ”. მოსარჩელე ელგუჯა საბაურის ინტერესებს საკონსტიტუციო სასამართლოში წარმოადგენდნენ ორგანიზაცია “კონსტიტუციის 42-ე მუხლის” ადვოკატები არჩილ ჩოფიკაშვილი, რუსუდან მჭედლიშვილი და ანნა თვარაძე. მოსარჩელე და მისი ადვოკატები საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოსგან ითხოვდნენ არაკონსტიტუციურად ეცნო სისხლის სამართლის კოდექსის მე-3 მუხლის 1-ლი ნაწილი, რომელშიც მითითებულია, რომ `სისხლის სამართლის კანონს, რომელიც აწესებს ქმედების დანაშაულებრიობას ან ამკაცრებს სასჯელს უკუძალა არა აქვს. ანუ, არ შეიძლება, ისეთი კანონის გამოყენება, რომელიც უმძიმებს განსასჯელს სისხლის სამართლებრივ პასუხისმგებლობას. პარლამენტმა კი სისხლის სამართლის კოდექსში შეიტანა ცვლილება, რომლის მიხედვითაც გამკაცრდა სასჯელი და სასამართლო პრაქტიკაში დაიწყო პირობითი მსჯავრის ნაცვლად სასჯელის ზომად პატიმრობის გამოყენება იმ პირების მიმართ, ვისაც აღნიშნულ საკანონმდებლო ცვლილებამდე ჰქონდა ჩადენილი დანაშაული და რომელთა მიმართაც შესაძლებელი იყო პირობითი მსჯავრის გამოყენება. ადვოკატების მტკიცებით, აღნიშნული ცვლილება წინააღმდეგობაში მოდის საქართველოს კონსტიტუციის 42-ე მუხლის მე-5 ნაწილთან, რომელშიც მითითებულია, რომ “კანონს თუ ის არ ამსუბუქებს ან არ აუქმებს პასუხისმგებლობას, უკუძალა არ აქვს”. ამ ცვლილების საფუძველზე კი მათი დაცვის ქვეშ მყოფს საპელაციო სასამართლომ დაუმძიმა პასუხისმგებლობა და პირობითი მსჯავრი პატიმრობით შეუცვალა. მიუხედავად არაერთი არგუმენტისა, რომ სისხლის სამართლის კოდექსის მე-3 მუხლის პირველი ნაწილის საფუძველზე მიღებული სასამართლო გადაწყვეტილებები წინააღმდეგობაში მოდიოდნენ საქართველოს კონსტიტუციასთან, საკონსტიტუციო სასამართლომ მაინც არ სცნო აღნიშნული მუხლი არაკონსტიტუციურად და მიუთითა მხოლოდ იმაზე, რომ იგი საჭიროებს კონსტიტუციის შესატყვის განმარტებას, თუმცა აღიარა, რომ სასამართლოს მიერ დანერგილი იყო ამ მუხლის გამოყენების არასწორი პრაქტიკა. მნიშვნელოვანია ერთი ფაქტი _ შეიძლება ითქვას, რომ საკონსტიტუციო სამართალწარმოების ისტორიაში, აღნიშნული გადაწყვეტილება უპრეცედენტოა, რადგან გადაწყვეტილების მიმღები ოთხი მოსამართლიდან სამმა განსხვავებული აზრი გამოაქვეყნა. შეკითხვაზე, იარსებებს თუ არა მომავალშიც საფრთხე, რომ კანონის დამძიმება გააუარესებს იმ პირთა მდგომარეობას, ვინც კანონის გამკაცრებამდე ჩაიდინა დანაშაული, საკონსტიტუციო სასამართლოს ოთხი მოსამართლიდან ოთხივემ განსხვავებული პასუხი გასცა, თუმცა საკონსტიტუციო სარჩელი მაინც არ დაკმაყოფილდა. ორგანიზაცია “კონსტიტუციის 42-ე მუხლი” თვლის, რომ მიუხედავად იმისა, რომ არ მოხდა გასაჩივრებული ნორმის არაკონსტიტუციურად ცნობა, საკონსტიტუციო სასამართლომ აღიარა ამ ნორმის ბუნდოვანება და მისი გამოყენების არაკონსტიტუციური პრაქტიკა. შესაბამისად, პარლამენტი ვალდებულია გამოასწოროს საკანონმდებლო ხარვეზი და სისხლის სამართლის კოდექსის მე-3 მუხლის პირველი ნაწილი შესაბამისობაში მოიყვანოს საქართველოს კონსტიტუციასთან.
Really Simple Syndication 2.0 საავტორო უფლებები დაცულია © 2007, "კონსტიტუციის 42 -ე მუხლი "
ვებ-გვერდის შექმნა დაფინანსებულია ნიდერლანდების საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ