Union  ''Article 42 of the Constitution'' Home Site Archive Site Map
             სიახლეები       ჩვენს შესახებ       ადამიანის უფლებები       სტატიები       გამომცემლობა       განათლება       არქივი       საიტის რუქა        კონტაქტი

 
    
  ნავიგაცია
სიახლეები
პროექტები
პარტნიორები
განცხადებები
მონაცემთა ბაზა
ფორუმი
კონსულტაციები
ვაკანსიები
ფოტო გალერეა
კონტაქტი
  ჩვენი ბიულეტენი
  გამოკითხვა
როგორ ფიქრობთ, გახდება ნაფიც მსაჯულთა სასამართლო საქართველოში ეფექტური მართლმსაჯულების გარანტი?
 გახდება
 არ გახდება
 არ ვიცი



არქივი
  პარტნიორები
  მთვლელი




"კონსტიტუციის 42-ე მუხლი" გოლფის ფედერაციის პრეზიდენტის ინტერესებს ევროსასამართლოში დაიცავს
06-06-2009
ორგანიზაცია “კონსტიტუციის 42-ე მუხლმა” ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში კიდევ ერთი სარჩელი გააგზავნა. ამჯერად ევროსასამართლოს საქართველოს გოლფის ასოციაციის პრეზიდენტმა, გოლფის სამი საერთაშორისო ტურნირის ჩემპიონმა მერაბ რატიშვილმა მიმართა.
მერაბ რატიშვილი მიიჩნევს, რომ საქართველოს ხელისუფლებამ მის მიმართ დაარღვია ადამიანის უფლებათა ევროკონვენციის მე-3 (წამების აკრძალვა); მე-6 (სამართლიანი სასამართლოსადმი მიმართვისა უფლება), მე-10 (გამოხატვის თავისუფლება) და მე-13 მუხლები (სამართლიანი დაცვის ეფექტიანი საშუალების უფლება).
ევროკოვენციის მუხლების დარღვევა გამოიწვია შემდეგმა არაკანონიერი ქმედებებმა სახელმწიფო ორგანოების მხრიდან.
1. რატიშვილის დაკავებისას პოლიციამ გამოიჩინა მის მიმართ ღირსების შემლახველი და დამამცირებელი მოპყრობა. მას მიაყენეს ფიზიკური შეურაცხყოფა და მისი ჯანმრთელობისათვის სახიფათო ნარკოტიკული ნივთიერება ძალის გამოყენებით შეუყვანეს ორგანიზმში. (მე-3 მუხლი)
2 რატიშვილის საქმეზე წინასწარი გამოძიება და სასამართლო პროცესი წარიმართა არაობიექტურად, ცალმხრივად და მიკერძოებულად, ბრალდების მხარის სასარგებლოდ. განმცხადებელი გახდა სახელმწიფოს მხრიდან დევნის მსხვერპლი პოლიტიკური შეხედულებების გამო. ეროვნულ დონეზე სასამართლომ არ იმსჯელა და განაჩენში სათანადო შეფასება არ მისცა დაცვის მხარის მიერ წარდგენილ არგუმენტებსა და მტკიცებულებებს, კერძოდ საქმეში არსებულ საპროცესო დარღვევებს, რამაც განაპირობა რატიშვილის მიმართ სამართლიანი სასამართლოს უფლების დარღვევა. (მე-6 მუხლი). 3. საქმის მასალებიდან თვალსაჩინოდ ირკვევა, რომ მერაბ რატიშვილი წარმოადგენდა პოლიტიკური აქტივობებით დაკავებულ პირს, რომელსაც გააჩნდა ოპოზიციისდმი სიმპატიები და გარკვეული სახის ინტერესები. სახელმწიფოს მხრიდან განმცხადებლის მიმართ ადამიანის უფლებათა და თავისუფლებათა ევროპული კონვენციით გარანტირებული უფლებების დარღვევის საფუძველია რატიშვილის მიერ განხორციელებული გარკვეული სახის პოლიტიკური გამოხატვის ფაქტები. კერძოდ, რატიშვილის პოლიტიკურ აქტივობებს ადასტურებს მისი სამუშაო ოფისიდან ამოღებული რიგი მტკიცებულებები, რომლებიდანაც აშკარად ჩანს მისი ოპოზიციური ხასიათის პოლიტიკური მსოფლმხედველობა და აღნიშნულის დამადასტურებელი მასალები. მით უმეტეს, რომ ხელისუფლების ორგანოებმა აღიარეს, რომ აღნიშნული მასალები არ შეიცავდა რაიმე სახელმწიფოებრივ საიდუმლოებას, არ მოუწოდებდა რაიმე ძალმომრეობითი ქმედებებისაკენ და არ წარმოადგენდა საზოგადოებრივი არეულობისკენ მოწოდებას ან წაქეზებას. შესაბამისად, არ აკმაყოფილებდა ევროკონვენციის მე-10 (II) მუხლით დადგენილ შეზღუდვების დასაშვებ კრიტერიუმებს. აღნიშნულიდან დგინდება, რომ განმცხადებლის პოლიტიკური გამოხატვის უფლება არ ექვედებარებოდა ისეთ შეზღუდვებს ან სანქციებს, რომელიც « გათვალისწინებულია კანონით და აუცილებელია დემოკრატიულ საზოგადოებაში ეროვნული უშიშროების ან საზიგადოებრივი უსაფრთხოების ინტერესებისათვის...».
მერაბ რატიშვილი 2007 წლის 26 ოქტომბერს დააკავეს. იგი კუთვნილი ავტომობილით ბრუნდებოდა სახლში. დაკავებისას ოპერატიული სამსახურის თანამშრომლებს ეჭირათ ხელკეტები და ურტყამდნენ მისი ავტომანქანის მინებს, თან მისგან და მძღოლისგან ყვირილით ითხოვდნენ კარების გაღებას. მანქანიდან გადმოსვლისას პოლიციის თანამშრომლებმა იგი მიწაზე პირქვე დააგდეს, ხელბორკილები დაადეს, ძალის დატანებით გადაუგრიხეს მარჯვენა ხელის ცერა თითი, გაუსაძლისი ტკივილის შედეგად დაყვირების დროს კუნთში გაუკეთეს ნემსი ნარკოტიკული ნივთიერებით. ამის შემდეგ მას ჩაუტარეს ნარკოლოგიური შემოწმება და აღმოჩნდა, რომ იგი იმყოფებოდა ნარკოტიკული ნივთიერების ზემოქმედების ქვეშ. იგივე ნარკოტიკული ნივთიერება ჩაუდეს საკუთარ ავტომობილსა და საცხოვრებელ სახლში, არ მისცეს მოწმეების მოწვევისა და ადვოკატის მომსახურებით სარგებლობის უფლება. ჩხრეკისას დამსწრე პირების მოწვევის შემთხვევაში, ისინი შეძლებდნენ იმ ფაქტის დადასტურებას, მართლაც იყო თუ არა მის ავტომანქანაში ნარკოტიკული ნივთიერება და ამოიღეს თუ არა ის პოლიციელებმა. რატიშვილის მეუღლის განცხადებით, საცხოვრებელი ბინის ჩხრეკას აწარმოებდნენ ვიდეოფირზე ჩაწერით, რაც გაუგებარი მიზეზით საქმეში აღარ ფიგურირებს, მაშინ როდესაც ვიდეოჩანაწერი ზუსტად დაამტკიცებდა, რა ვითარებაში და რამდენი ადამიანის მიერ იქნა ჩხრეკა ჩატარებული.
დაკავების ფორმალური საფუძველი გახდა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სპეციალური ოპერატიული დეპარტამენტის მიერ მიღებული ცნობა, რომ თითქოს განმცხადებელი ეწეოდა საქართველოში საზღვარგარეთიდან უკანონოდ შემოტანილი დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალება “მეთადონის” უკანონო შეძენა-შენახვას, ფლობდა და ინახავდა მონაცემებს საქართველოში ნარკოტიკული საშუალების შემომტან და გამსაღებელ პირთა ქსელის შესახებ.
აღსანიშნავია, რომ მერაბ რატიშვილის დაკავებამდე მის მობილურ ტელეფონზე სპეციალური ოპერატიული სამსახურის მიერ განხორციელდა პროვოკაციული ზარი, რა დროსაც უცხო პიროვნება მერაბ რატიშვილისთვის სრულიად გაუგებარი მიზეზითა და მიზნით ითხოვდა მისგან შაქრის გადაცემას. მოგვიანებით კი სიტყვა “შაქარი” გამოძიების მიერ მიჩნეულ იქნა ნარკოტიკული ნივთიერების მიმანიშნებელ სიტყვად და გამოყენებულ იქნა განმცხადებლისთვის ბრალის წაყენების საფუძვლად.
იქიდან გამომდინარე, რომ 2007 წლის 24 ოქტომბრიდან მიმდინარე სატელეფონო საუბრების ჩანაწერის გაშიფრული ტექსტი არანაირ დანაშაულებრივ ქმედებაზე ინფორმაციას არ შეიცავდა, დგინდება, რომ არ არსებობდა მანქანის, ბინისა და ოფისის ჩხრეკის არათუ გადაუდებელი აუცილებლობა, არამედ საერთოდ არ არსებობდა ჩხრეკის ჩატარების არანაირი კანონიერი საფუძველი.
მერაბ რატიშვილმა აღნიშნა, რომ მას ციხეში სისტემატიურად აკითხავდნენ უცნობი პირები, რომლებიც მასზე ახდენდნენ ფსიქოლოგიურ ზეგავლენას და სხვადასხვა საშუალებებით (დაშინება, მუქარა) ცდილობდნენ მასზე ზეწოლის მოხდენას. ისინი ცდილობდნენ იძულებული გაეხადათ იგი, რათა მიეცა აღიარებითი ჩვენება და გაერთიანებული ოპოზიციის ლიდერები ემხილებინა რუსეთის ჯაშუშობაში. რატიშვილი ამტკიცებს, რომ უცნობი პირები მას ეუბნებოდნენ, რომ მათ შეეძლოთ საერთოდ გაექროთ მის მიმართ არსებული სისხლის სამართლის საქმე. ასევე ემუქრებოდნენ შემდეგი სიტყვებით: „ციხეში ბუნტიც ხდება და ხალხიც კვდება”-ო. ანუ, თუ იგი არ აღიარებდა რუსეთის ჯაშუშობას და ჩვენებას არ მისცემდა ოპოზიციის ლიდერების წინააღმდეგ, მას მოკლავდნენ.
დღეისათვის მერაბ რატიშვილი მიჩნეულია პოლიტპატიმრად და შეყვანილია პოლიტპატიმართა სიაში. აღნიშნული დასტურდება სახალხო დამცველის 2008 წლის ანგარიშით, ასევე არასამთავრობო ორგანიზაცია “ადამიანის უფლებათა ცენტრის” 2009 წლის ანგარიშით, აგრეთვე სხვადასხვა ინტერნეტ ვებ-გვერდებზე განთავსებული ინფორმაციიდან. გარდა ამისა, პოლიტპატიმართა სიაში განმცხადებლის ყოფნას ადასტურებს გაერთიანებული ოპოზიციის მიერ შემუშავებული დასკვნა, რომელიც 2009 წლის 23 იანვარს დამტკიცებულ იქნა ადამიანის უფლებათა კომისიის მიერ. იგივე ინფორმაციას ადასტურებს საქართველოს კონსერვატიული პარტიის მიერ გამოქვეყნებული პოლიტპატიმართა სია.
Really Simple Syndication 2.0 საავტორო უფლებები დაცულია © 2007, "კონსტიტუციის 42 -ე მუხლი "
ვებ-გვერდის შექმნა დაფინანსებულია ნიდერლანდების საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ