Union  ''Article 42 of the Constitution'' Home Site Archive Site Map
             სიახლეები       ჩვენს შესახებ       თანამშრომლები       განათლება       გამომცემლობა       ფოტო გალერეა       არქივი       საიტის რუქა        კონტაქტი

 
2009 წლის 25 იანვარს 11 საათზე ჩანიშნულია ორგანიზაცია კონსტიტუციის 42-ე მუხლის საერთო კრება ::  სახალხო დამცველის აპარატი და ორგანიზაცია ,,კონსტიტუციის 42-ე მუხლი" აცხადებენ შიდსის თემატიკასთან დაკავშირებული პოსტერების კონკურსს ::  18 ოქტომბერი - ტრეფიკინგის წინააღმდეგ ბრძოლის დღეა ::  ცხადდება კონკურსი საუკეთესო ესეს გამოსავლენად ::  ორგანიზაცია “კონსტიტუციის 42-ე მუხლი” პროექტის “სტრატეგიული სამართალწარმოება კავკასიაში” ფარგლებში აცხადებს კონკურსს სტრატეგიული საქმის შესარჩევად. ::  სტაჟირება ადვოკატებისთვის ::  “პატიმართა ჯანმრთელობა და მათი სამართლებრივი მდგომარეობა” :: 
    
  ნავიგაცია
სიახლეები
ადვოკატები
პროექტები
პარტნიორები
მონაცემთა ბაზა
პუბლიკაციები
ფორუმი
ვაკანსიები
კონსულტაციები
საიტის რუქა
კონტაქტი
  კალენდარი
მარტი 2010
კვ ორშ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ
28 1 2 3 4 5 6
7 8 9 10 11 12 13
14 15 16 17 18 19 20
21 22 23 24 25 26 27
28 29 30 31 1 2 3
  გამოკითხვა
როგორ ფიქრობთ, გახდება ნაფიც მსაჯულთა სასამართლო საქართველოში ეფექტური მართლმსაჯულების გარანტი?
 გახდება
 არ გახდება
 არ ვიცი



არქივი
  პარტნიორები
  მთვლელი




იურიდიული განათლება
"იურიდიული კლინიკა"
ჩვენი ორგანიზაციის საქმიანობის ერთ-ერთ ძირითად მიმართულებას წარმოადგენს ახალგაზრდა იურისტთა პროფესიული განვითარების ხელშეწყობა. ამ მიზნით, ჩვენ აქტიურად ვთანამშრომლობთ სხვადასხვა საერთაშორისო თუ ადგილობრივ ორგანიზაციებთან.

დაარსებიდან დღემდე "კონსტიტუციის 42-ე მუხლის" ეგიდით არა ერთი ტრეინინგი, სემინარი და შეხვედრა გამართულა. ორგანიზაცია ცდილობს თავისი წვლილი შეიტანოს კვალიფიციური ადვოკატების მომზადებაში. ამ მიზნით, ჩვენთან არსებული "იურიდიული კლინიკის" ფარგლებში დამწყებ იურისტებს ვასწავლით საადვოკატო საქმიანობას.

იურიდიული კლინიკა "კონსტიტუციის 42-ე მუხლის" ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული პროგრამაა(დონორი ABA\CELL). მისი განხორციელება ადამიანის უფლებათა დაცვის ცენტრმა ჯერ კიდევ 1998 წლიდან დაიწყო და დღემდე აგრძელებს. კლინიკის ფარგლებში იურიდიული ფაკულტეტის სტუდენტები ეუფლებიან საადვოკატო საქმიანობას, იძენენ ადვოკატისათვის საჭირო თვისებებსა და უნარებს.

კლინიკაში დანერგილია გუნდური მუშაობის პრინციპი. პროგრამის მონაწილენი გამოცდილ ადვოკატთა მეთვალყურეობით უშუალოდ მუშაობენ ორგანიზაციის წარმოებაში არსებულ სისხლის, სამოქალაქო, ადმინისტრაციულ და კონსტიტუციურ საქმეებზე (ადგენენ საპროცესო დოკუმენტებს, ახორციელებენ წარმომადგენლობას სასამართლოებსა და სხვა ორგანოებში). საქმეებზე მუშობისას ადვოკატები მკაცრად იცავენ პროფესიული ეთიკის ნორმებს, სტუდენტებს აცნობენ საკუთარ გამოცდილებას, ორგანიზაციის შიდა წესებს, წარმატებული პრაქტიკის მაგალითზე ასწავლიან კლიენტების სასამართლოში წარმოდგენის და მათ საქმეებზე მუშაობის უნარ-ჩვევებს.

რაიონულ, სააპელაციო, უზენაეს და საკონსტიტუციო სასამართლოში, ადამიანის უფლებათა დასაცავად, ორგანიზაცია წარმატებით იყენებს როგორც შიდა, ასევე საერთაშორისო სამართლებრივ საშუალებებს. კლინიკის პროგრამის ფარგლებში 500-მდე მსურველმა შეიძინა გამოცდილება, სამართლებრივი დახმარება გავუწიეთ 5000-მდე მოქალაქეს, ვაწარმოეთ დაახლოებით 600 საქმე და მათგან 400-მდე სასურველი შედეგით დასრულდა.
ტრეინინგები :
პრაქტიკული ტრეინინგის კურსი ადამიანის უფლებათა დამცველი ადვოკატებისათვის
2002 წლიდან ორგანიზაცია "კონსტიტუციის 42-ე მუხლმა", საერთაშორისო ორგანიზაციებთან თანამშრომლობით, დაიწყო ადვოკატთა ტრეინინგი ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოსადმი მიმართვის პროცედურულ საკითხებზე. ამ მიზნით შერჩეული 21 პრაქტიკოსი ადვოკატი 2 წლის განმავლობაში ეუფლებოდა ევროსასამართლოში საქმის გასაჩივრების წესსა და პროცედურებს.

პროგრამა ინტენსიური განრიგით მიმდინარეობდა. ტრეინინგები ხუთ ეტაპად ჩატარდა. თითოეული სესიის ხანგრძლივობა 5 დღეს შეადგენდა და ეძღვნებოდა ევროპის ადამიანის უფლებათა და თავისუფლებათა კონვენციის მუხლებს. კერძოდ, სესიებზე განხილულ იქნა ევროკონვენციის მე-2(სიცოცხლის უფლება), მე-3(წამების აკრძალვა, მე-5(თავისუფლებისა და უსაფრთხოების უფლება), მე-6(სამართლიანი სასამართლოს უფლება), მე-8(პირადი და საოჯახო ცხოვრების უფლება), მე-9(აზრის, სინდისისა და რელიგიის თავისუფლება), მე-10(გამოხატვის თავისუფლება), მე-11-(შეკრებებისა და გაერთიანების უფლება) მუხლები.

ტრეინინგებზე მოწვეულნი იყვნენ უცხოელი და ქართველი ექსპერტები. ყოველი სესიის ბოლოს ტარდებოდა იმიტირებული პროცესი, რომელსაც წარმართავდა ექსპერტებისა და მონაწილეებისაგან შემდგარი "სასამართლო".

ეს იყო უნიკალური პროექტი, ვინაიდან აქამდე საქართველოში, პრაქტიკოს ადვოკატებს არ ჰქონიათ შესაძლებლობა შეესწავლათ ევროსასამართლოს სპეციფიკური პროცედურა და ვრცელი ინფორმაცია მიეღოთ სასამართლოს საქმიანობაზე. ეს პროექტი უნიკალურია იმითაც, რომ მის ფარგლებში შეიქმნა ადამიანის უფლებათა დამცველ ადვოკატთა ქსელი.
ტრეინინგ-კურსი "ეფექტური კომუნიკაცია და პრეზენტაცია"
მიმდინარე წლის 19-21 სექტემბერს ორგანიზაცია "კონსტიტუციის 42-ე მუხლმა" ორგანიზება გაუკეთა ტრენინგს თემაზე "ეფექტური კომუნიკაცია და პრეზენტაცია". ტრენინგი ჩატარდა ორგანიზაციის თანამშრომლებისათვის და მიზნად ისახავდა მათი კვალიფიკაციის ამაღლებას როგორც კომუნიკაციის, ისე პრეზენტაციის საკითხებში.

ტრენერებად მოწვეულნი იყვნენ "პარტნიორები-საქართველოს" ტრენერ-კონსულტანტები ბატონი ვაჟა კვერნაძე და ქალბატონი ნათია გოფოძე.

ტრეინინგის მონაწილეებმა ვრცელი ინფორმაცია მიიღეს ეფექტური კომუნიკაციისა და პრეზენტაციის შესახებ; სხვადასხვა სავარჯიშოების განხილვისას პრაქტიკული გამოცდილებაც შეიძინეს და აქტიურად იყვნენ ჩართულნი სემინარების მიმდინარეობაში.

თანამშრომლობას"პარტნიორები-საქართველოსთან" გაგრძელდა და 10-12 ოქტომბერს გაიმართა ტრენინგის მეორე ეტაპი თემაზე "ეფექტური მენეჯმენტი". ტრენინგის ორგანიზება შესაძლებელი გახდა პროექტის "სტრატეგიული სამართალწარმოება კავკასიაში" ფარგლებში. პროექტის დონორია ნიდერლანდების საგარეო საქმეთა სამინისტრო. პროექტს კოორდინირებას უწევს ნიდერლანდების ჰელსინკის კომიტეტი.
სტამბოლის პროტოკოლის იმპლემენტაცია
სტამბოლის პროტოკოლი წამების კვლევისა და დოკუმენტების პირველი საერთაშორისო სახელმძღვანელოა. ის გაერთიანებული ერების ორგანიზაციისათვის წარდგენამდე სამი წლის განმავლობაში მუშავდებოდა 40-ზე მეტი ორგანიზაციის მერ და საბოლოოდ 1999 წლის 9 აგვისტოს წარედგინა გაეროს.

2004 წლის 12-15 ნოემბერს, თბილისში სასტუმრო "ქორთიარდ-მარიოტში" სტამბოლის პროტოკოლის იმპლემენტაციის პროექტის ფარგლებში ჩატარდა ტრეინინგი. მისი მიზანი იყო უცხოელ და ადგილობრივ ექსპერტებს იურიდიული და სამედიცინო სფეროს წარმომადგგნლებისათვის ესწავლებინათ ის უნარ-ჩვევები, რომლებიც საჭიროა წამების ფაქტების დაფიქსირებისა და მათი გამოძიებისათვის. პროექტის პარტნიორები იყვნენ წამების მსხვერპლთა რეაბილიტაციის საერთაშორისო საბჭო, მსოფლიო ექიმთა ასოციაცია, თურქეთის ადამიანის უფლებათა ფონდი, საქართველოს მედიკოსთა ასოციაცია და წამების მსხვერპლთა რეაბილიტაციის ცენტრი "ემპათია".

ტრეინინგში მონაწილეობას იღებდა 50 მედიკი და 25 იურისტი. მედიკოსთაგან იყვნენ იუსტიციის სამინისტროს ჯანდაცვის დეპარტამენტის, თავდაცვის სამინისტროს ჯანდაცვის სისტემის, საქართველოს ფსიქიატრთა საზოგადოების, ფსიქიატრიის კვლევითი ინსტიტუტის, სასამართლო სამედიცინო ექსპერტიზისა და საქართველოს ექიმთა ასოციაციის წამომადგენლები. იურისტთაგან ტრენინგებს ესწრებოდნენ იუსტიციის სამინისტროს სასჯელაღსრულების დაწესებულების, საქართველოს პარლამენტის იურიდიულ და ადამიანის უფლებათა კომიტეტების, სახალხო დამცველის აპარატის, უნივერსიტეტის, შინაგან საქმეთა სამინისტროსა და არასამათავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები. ექსპერტებად მოწვეულნი იყვნენ უცხოელი და ქართველი სპეციალისტები.

პროექტის ფარგლებში მომზადდა ტრეინინგის სახელმძღვანელო. მის მომზადებაში მონაწილეობა მიიღეს პარტნიორმა ორგანიზაციებმა.



Really Simple Syndication 2.0 საავტორო უფლებები დაცულია © 2007, "კონსტიტუციის 42 -ე მუხლი"
ვებ-გვერდის შექმნა დაფინანსებულია ნიდერლანდების საგარეო საქმეთა სამინისტროს მიე