|
|
|
| ევროსასამართლოს საქმეებზე მომუშავე ადვოკატების შეხვედრა ქუთაისში |
|
| 05-10-2009 |
|
2009 წლის 3 ოქტომბერს, ქუთაისში, ადამიანის უფლებათა სახლში ორგანიზაცია "კონსტიტუციის 42-ე მუხლის" ორგანიზებით გაიმართა ევროსასამართლოს საქმეებზე მომუშავე ადვოკატების შეხვედრა თემაზე: "ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის ევროპული კონვენციით გარანტირებული უფლებები".
შეხვედრაში მონაწილეობა მიიღეს პრაქტიკოსმა ადვოკატებმა იმერეთის რეგიონიდან. შეხვედრა მიზნად ისახავდა ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის ცალკეულ მუხლებზე ადვოკატებისათვის პრაქტიკული ინფორმაციის მიწოდებას.
შეხვედრაზე განხილული იქნა ისეთი საკითხები, როგორიცაა: სამართლიანი სასამართლოს უფლება ევროკონვენციის მე-6 მუხლის მიხედვით; მოთხოვნის წარდგენა სასამართლოს რეგლამნეტის 39-ე მუხლის საფუძველზე, დაავადებული პატიმრები; საკუთრების უფლება და გადაადგილების თავისუფლება ევროკონვენციის მე-13 მუხლთან მიმართებაში. შეხვედრის ბოლოს მონაწილეებმა განიხილეს კაზუსი.
“ევროსასამართლოს საქმეებზე მომუშავე ადვოკატთა ქსელი” ორგანიზაცია “კონსტიტუციის 42-ე მუხლის” ინიციატივით 2006 წელს შეიქმნა და მასში 50-ზე მეტი ადვოკატია გაერთიანებული მთელი საქართველოს მასშტაბით. Qქსელის მიზანია, ევროსასამართლოს საქმეებზე მომუშავე პრაქტიკოსი ადვოკატების პროფესიონალიზმის ზრდა, საქართველოში ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს სტანდარტებისა და პრეცედენტული სამართლის დანერგვის გზით საქართველოს კანონმდებლობისა და მართლმსაჯულების გაძლიერება.
შეხვედრა გაიმართა პროექტის "სტრატეგიული სამართალწარმოება კავკასიაში" ფარგლებში, რომელსაც ახორციელებს ორგანიზაცია ”კონსტიტუციის 42-ე მუხლი”. პროექტის საერთაშორისო პარტნიორები არიან "ნიდერლანდების ჰელსინკის კომიტეტი" და "ინტერაითსი" (დიდი ბრიტანეთი); რეგიონალური პარტნიორები _ "სომხური ინსტიტუტი განვითარებისათვის" (სომხეთი) და "სამართლებრივი განათლების საზოგადოება" (აზერბაიჯანი). პროექტი დაფინანსებულია ნიდერლანდების საგარეო საქმეთა სამინისტროსა და ბრიტანეთის საელჩოს GOF ღE ფონდის მიერ.
|
 |
|