Union  ''Article 42 of the Constitution'' Home Site Archive Site Map
             სიახლეები       ჩვენს შესახებ       ადამიანის უფლებები       სტატიები       გამომცემლობა       განათლება       არქივი       საიტის რუქა        კონტაქტი

 
    
  ნავიგაცია
სიახლეები
პროექტები
პარტნიორები
განცხადებები
მონაცემთა ბაზა
ფორუმი
კონსულტაციები
ვაკანსიები
ფოტო გალერეა
კონტაქტი
  ჩვენი ბიულეტენი
  გამოკითხვა
როგორ ფიქრობთ, გახდება ნაფიც მსაჯულთა სასამართლო საქართველოში ეფექტური მართლმსაჯულების გარანტი?
 გახდება
 არ გახდება
 არ ვიცი



არქივი
  პარტნიორები
  მთვლელი




რუსთავში ევროსასამართლოს საქმეებზე მომუშავე ადვოკატები შეიკრიბნენ
20-10-2009
17 ოქტომბერს, რუსთავში მოეწყო ადვოკატთა ქსელის შეხვედრა თემაზე "ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის ევროპული კონვენციით გარანტირებული უფლებები". შეხეედრა განკუთვნილი იყო პრაქტიკოსი ადვოკატებისათვის და მიზნად ისახავდა მათთვის პრაქტიკული ინფორმაციის მიწოდებას ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის 39 და მე-5 მუხლებზე, ასევე ევროსასამართლოს გადაწყვეტილებათა აღსრულებასთან დაკავშირებულ საკითხებზე. “ევროსასამართლოს საქმეებზე მომუშავე ადვოკატთა ქსელი შეიქმნა პროექტის "სტრატეგიული სამართალწარმოება კავკასიაში" ფარგლებში, რომელსაც ახორციელებს ორგანიზაცია ”კონსტიტუციის 42-ე მუხლი”. პროექტის საერთაშორისო პარტნიორები არიან “ნიდერლანდების ჰელსინკის კომიტეტი” და “ინტერაითსი” (დიდი ბრიტანეთი); რეგიონალური პარტნიორები _ “სომხური ინსტიტუტი განვითარებისათვის” (სომხეთი) და “სამართლებრივი განათლების საზოგადოება” (აზერბაიჯანი). პროექტი დაფინანსებულია ნიდერლანდების საგარეო საქმეთა სამინისტროსა და ბრიტანეთის საელჩოს GOF RE ფონდის მიერ. ქსელში უკვე გაერთიანებულია 50-ზე მეტი ადვოკატი მთელი საქართველოს მასშტაბით.
Really Simple Syndication 2.0 საავტორო უფლებები დაცულია © 2007, "კონსტიტუციის 42 -ე მუხლი"
ვებ-გვერდის შექმნა დაფინანსებულია ნიდერლანდების საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ