|
|
|
| ტრეინინგი “პროექტის ციკლის მართვა” კონსტიტუციის 42-ე მუხლის თანამშრომელთათვის |
|
| 26-10-2009 |
|
ორგანიზაცია “კონსტიტუციის 42-ე მუხლის” თანამშრომელთათვის ორგანიზება გაუკეთდა ტრეინინგს “პროექტის ციკლის მართვა”. ტრეინინგი ჩატარდა 23-24-25 ოქტომბერს, ორგანიზაციის ოფისში.
სატრენინგო კურსი მოიცავდა ისეთი საკითხებს, როგორიცაა ლოგიკური ჩარჩო, დაინტერესებული პირები, პრობლემის ანალიზი, მიზნების ხე და ალტერნატივები და სხვა.
ტრეინინგს უძღვებოდნენ ორგანიზაცია "კონსულტაციისა და ტრეინინგის ცენტრის" ტრენერი.
ტრეინინგის ორგანიზება მოხდა პროექტის "სტრატეგიული სამართალწარმოება კავკასიაში" ფარგლებში, რომელსაც ახორციელებს ორგანიზაცია ”კონსტიტუციის 42-ე მუხლი”. პროექტის საერთაშორისო პარტნიორები არიან “ნიდერლანდების ჰელსინკის კომიტეტი” და “ინტერაითსი” (დიდი ბრიტანეთი); რეგიონალური პარტნიორები _ “სომხური ინსტიტუტი განვითარებისათვის” (სომხეთი) და “სამართლებრივი განათლების საზოგადოება” (აზერბაიჯანი). პროექტი დაფინანსებულია ნიდერლანდების საგარეო საქმეთა სამინისტროსა და ბრიტანეთის საელჩოს GOF RE ფონდის მიერ. |
 |
|