Union  ''Article 42 of the Constitution'' Home Site Archive Site Map
             სიახლეები       ჩვენს შესახებ       ადამიანის უფლებები       სტატიები       გამომცემლობა       განათლება       არქივი       საიტის რუქა        კონტაქტი

 
    
  ნავიგაცია
სიახლეები
პროექტები
პარტნიორები
განცხადებები
მონაცემთა ბაზა
ფორუმი
კონსულტაციები
ვაკანსიები
ფოტო გალერეა
კონტაქტი
  ჩვენი ბიულეტენი
  გამოკითხვა
როგორ ფიქრობთ, გახდება ნაფიც მსაჯულთა სასამართლო საქართველოში ეფექტური მართლმსაჯულების გარანტი?
 გახდება
 არ გახდება
 არ ვიცი



არქივი
  პარტნიორები
  მთვლელი




რუსეთ-საქართველოს კონფლიქტის დროს დაზარალებულ მოქალაქეთა საქმისწარმოება ევროსასამართლოში
24-02-2010
2010 წლის 23 თებერვალს სასტუმრო « თბილისი მერიოტში » ორგანიზაცია « კონსტიტუციის 42-ე მუხლის » ორგანიზებით გაიმართა ორდღიანი ტრენინგ-სემინარი «რუსეთ საქართველოს კონფლიქტის შედეგად დაზარალებულ მოქალაქეთა საქმეთა წარმოება ევროპის ადამიანის უფლებათა სასამართლოში». სპეციალურად ტრენინგისათვის საქართველოში დიდი ბრიტანეთიდან ჩამოვიდნენ «ევროპის ადამიანის უფლებათა დაცვის ცენტრის» ექსპერტები ჯოანა ევანსი და ჯემაიმა სტრატფორდი, რომლებმაც ქართველ ექსპერტებთან ერთად ტრენინგის მონაწილეთათვის გააკეთეს მოხსენებები ევროსასამართლოში გაგზავნილ საქმეებთან დაკავშირებულ ისეთ საკითხებზე, როგორიცაა საკუთრების უფლების მიმდინარე დარღვევები, იურისდიქციის საკითხები, დისკრიმინაცია და ეთნიკური წმენდა, ევროსასამართლოში საქმეების წარმოება განაცხადის წარდგენის შემდგომ ეტაპზე, დაცვის ადგილობრივ საშუალებათა ამოწურვა და ა.შ. ტრენინგში მონაწილეობა მიიღეს ადვოკატებმა, რომლებიც ევროსასამართლოში აწარმოებენ რუსეთ-საქართველოს კონფლიქტის დროს დაზარალებულ მოქალაქეთა საქმეებს. მონაწილეებმა ტრენინგზე ისაუბრეს მათ მიერ ევროსასამართლოში გაგზავნილი საქმეების წარმოებასთან დაკავშირებული სპეციფიკასა და პრობლემებზე, მიიღეს რჩევები და რეკომენდაციები. შეხვედრა გაიმართა პროექტის “სტრატეგიული სამართალწარმოება კავკასიაში” ფარგლებში, რომელსაც ახორციელებს ორგანიზაცია ”კონსტიტუციის 42-ე მუხლი”. პროექტის საერთაშორისო პარტნიორები არიან “ნიდერლანდების ჰელსინკის კომიტეტი” და “ინტერაითსი” (დიდი ბრიტანეთი); რეგიონალური პარტნიორები _ “ბარა” (სომხეთი) და “სამართლებრივი განათლების საზოგადოება” (აზერბაიჯანი). პროექტი დაფინანსებულია ნიდერლანდების საგარეო საქმეთა სამინისტროსა და ბრიტანეთის საელჩოს GOF ღE ფონდის მიერ.
Really Simple Syndication 2.0 საავტორო უფლებები დაცულია © 2007, "კონსტიტუციის 42 -ე მუხლი"
ვებ-გვერდის შექმნა დაფინანსებულია ნიდერლანდების საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ