Union  ''Article 42 of the Constitution'' Home Site Archive Site Map
             სიახლეები       ჩვენს შესახებ       თანამშრომლები       განათლება       გამომცემლობა       ფოტო გალერეა       არქივი       საიტის რუქა        კონტაქტი

 
2009 წლის 25 იანვარს 11 საათზე ჩანიშნულია ორგანიზაცია კონსტიტუციის 42-ე მუხლის საერთო კრება ::  სახალხო დამცველის აპარატი და ორგანიზაცია ,,კონსტიტუციის 42-ე მუხლი" აცხადებენ შიდსის თემატიკასთან დაკავშირებული პოსტერების კონკურსს ::  18 ოქტომბერი - ტრეფიკინგის წინააღმდეგ ბრძოლის დღეა ::  ცხადდება კონკურსი საუკეთესო ესეს გამოსავლენად ::  ორგანიზაცია “კონსტიტუციის 42-ე მუხლი” პროექტის “სტრატეგიული სამართალწარმოება კავკასიაში” ფარგლებში აცხადებს კონკურსს სტრატეგიული საქმის შესარჩევად. ::  სტაჟირება ადვოკატებისთვის ::  “პატიმართა ჯანმრთელობა და მათი სამართლებრივი მდგომარეობა” :: 
    
  ნავიგაცია
სიახლეები
ადვოკატები
პროექტები
პარტნიორები
მონაცემთა ბაზა
პუბლიკაციები
ფორუმი
ვაკანსიები
კონსულტაციები
საიტის რუქა
კონტაქტი
  კალენდარი
მარტი 2010
კვ ორშ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ
28 1 2 3 4 5 6
7 8 9 10 11 12 13
14 15 16 17 18 19 20
21 22 23 24 25 26 27
28 29 30 31 1 2 3
  გამოკითხვა
როგორ ფიქრობთ, გახდება ნაფიც მსაჯულთა სასამართლო საქართველოში ეფექტური მართლმსაჯულების გარანტი?
 გახდება
 არ გახდება
 არ ვიცი



არქივი
  პარტნიორები
  მთვლელი




ტრენინგი - "სამართლიანი სასამართლოს უფლება"

 
21-07-2009
19-20 ივლისს ორგანიზაცია “კონსტიტუციის 42-ე მუხლის” ორგანიზებით ბაკურიანში გაიმართა ტრენინგი “ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლი _ სამართლიანი სასამართლოს უფლება.” ტრენინგში მონაწილეობა მიიღო ადამიანის უფლებათა სფეროში მოქმედმა 22-მა ადვოკატმა როგორც თბილისიდან, ასევე საქართველოს სხვადასხვა რეგიონიდან. ტრენინგზე ექსპერტებად მოწვეულნი იყვნენ საერთაშორისო ექსპერტები დოინა იოანა სტრაისტეანუ, დინა ვედერნიკოვა და მარია ვოსკობიტოვა. შეხვედრა გახსნა ორგანიზაცია “კონსტიტუციის 42-ე მუხლის” გამგეობის თავმჯდომარემ ნიკოლოზ ლეგაშვილმა.
ვრცლად
 
სახალხო დამცველის ოფისში სტუდენტები სამართლებრივ საქმეებზე მუშაობის ანგარიშებს წარადგენენ

 
20-07-2009
21 ივლისს, 12:00 საათზე სახალხო დამცველის ოფისში (მის: მაჩაბლის #12) “კავკასიის სამართლის სკოლის” ბაკალავრიატის დამამთავრებელი კურსის სტუდენტების სამართლებრივ საქმეებზე მუშაობის ანგარიშების წარდგენა დაიწყება. ანგარიშების წარდგენა 23 ივლისის ჩათვლით გაგრძელდება. სტუდენტების ანგარიშები ეხება იმ რეალურ სამართლებრივ საქმეებს, რომლებზედაც სტუდენტები სავალდებულო საადვოკატო პრაქტიკის ფარგლებში მუშაობდნენ. აღნიშნულ საქმეთა შორის არის რუსეთის ფედარაციის წინააღმდეგ ევროსასამართლოში გაგზავნილი საქმეები.
ვრცლად
 
ტრეინინგი - «როგორ მივმართოთ საკონსტიტუციო სასამართლოს»

 
13-07-2009
10-11 ივლისს ბათუმში, სასტუმრო “ინტურისტში” აჭარის რეგიონში მომუშავე პრაქტიკოსი ადვოკატებისათვის გაიმართა ტრეინინგი სახელწოდებით «როგორ მივმართოთ საკონსტიტუციო სასამართლოს». ტრეინინგის ძირითად თემას წარმოადგენდა საკონსტიტუციო სასამართლოსადმი მიმართვის ფორმები და პროცედრები, საქმის წარმოება სასამართლოში და ა.შ.
ვრცლად
 
ევროსასამართლომ გოლფის ფედერაციის პრეზიდენტის საქმე რეგისტრაციაში გაატარა და ნომერი მიანიჭა

 
13-07-2009
ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ რეგისტრაციაში გაატარა და შესაბამისი ნომერი მიანიჭა გოლფის ფედერაციის პრეზიდენტის მერაბ რატიშვილის საქმეს, რომელიც საქართველოს სახელმწიფოს მის მიმართ ადამიანის უფლებათა ევროკონვენციის მე-3 (წამების აკრძალვა); მე-6 (სამართლიანი სასამართლოსადმი მიმართვისა უფლება), მე-10 (გამოხატვის თავისუფლება) და მე-13 მუხლების (სამართლიანი დაცვის ეფექტიანი საშუალების უფლება) დარღვევაში ადანაშაულებს.
ევროსასამართლოში მერაბ რატიშვილის ინტერესებს იცავს ორგანიზაცია “კონსტიტუციის 42-ე მუხლი”. საქმე ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში ივნისის დასაწყისში გაიგზავნა.
ვრცლად
 
სასჯელაღსრულების დეპარტამენტის უმოქმედობის გამო პატიმრები იღუპებიან

 
08-07-2009
სასჯელაღსრულების დეპარტამენტის უმოქმედობის გამო კიდევ ერთი პატიმარი გარდაიცვალა. მსჯავრდებული ჯემალ ვერულიძე ტუბერკულოზისა და ფილტვის დაავადებათა ეროვნულ ცენტრში 14 ივნისს ფილტვების ტუბერკულიოზის დიაგნოზით გარდაიცვალა.
ვრცლად
 
"კონსტიტუციის 42- მუხლი" გორში ევროსასამართლოს საქმეებზე მომუშავე ადვოკატებს შეხვდა

 
04-07-2009
შაბათს, 4 ივლისს, 14:00 საათზე, გორში სასტუმრო “ვიქტორიაში” გაიმართა ორგანიზაცია "კონსტიტუციის 42-ე მუხლის" ადვოკატების და ექსპერტების სამუშაო შეხვედრა შიდა ქართლის რეგიონში მომუშავე პრაქტიკოს ადვოკატებთან. შეხვედრა გახსნა “სტრატეგიული სამართალწარმოება კავკასიაში" პროექტის კოორდინატორმა ნაზი ჯანეზაშვილმა. “კონსტიტუციის 42-ე მუხლის" ადვოკატებმა ევროსასამართლოს საქმეებზე მომუშავე ადვოკატთა ქსელის წარმომადგენლებთან ერთად განიხილეს ისეთ საკითხები, როგორიცაა საქმის წარმოება ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში, წამების აკრძალვა ევროკონვენციის მე-3 მუხლის მიხედვით და ევროსასამართლოს გადაწყვეტილებათა აღსრულება.
ვრცლად
 
"კონსტიტუციის 42-ე მუხლი" გოლფის ფედერაციის პრეზიდენტის ინტერესებს ევროსასამართლოში დაიცავს

 
06-06-2009
ორგანიზაცია “კონსტიტუციის 42-ე მუხლმა” ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში კიდევ ერთი სარჩელი გააგზავნა. ამჯერად ევროსასამართლოს საქართველოს გოლფის ასოციაციის პრეზიდენტმა, გოლფის სამი საერთაშორისო ტურნირის ჩემპიონმა მერაბ რატიშვილმა მიმართა. მერაბ რატიშვილი მიიჩნევს, რომ საქართველოს ხელისუფლებამ მის მიმართ დაარღვია ადამიანის უფლებათა ევროკონვენციის მე-3 (წამების აკრძალვა); მე-6 (სამართლიანი სასამართლოსადმი მიმართვისა უფლება), მე-10 (გამოხატვის თავისუფლება) და მე-13 მუხლები (სამართლიანი დაცვის ეფექტიანი საშუალების უფლება).
ვრცლად
 
საერთაშორსო ექსპერტმა 42-ე მუხლის თანამშრომელთათვის ტრეინინგი ჩაატარა

 
01-06-2009
შაბათს 30 მაისს ორგანიზაცისს თანამშრომელთათვის ჩატარდა ტრეინინგი ევროპის სასამართლოში მესამე მხარედ მონაწილეობის საკითხზე. ტრეინინგს უძღვებოდა ანდრეა კუმბერი, საერთაშორისო ორგანიზცია INTERIGHTS-ის სამართლებრივი დირექტორი. ტრეინინგზე განხილულ იქნა ისეთი საკითხები როგორიცაა: რას წარმოადგენს მესამე მხარის მონაწილეობა, წესები, ძირითადი პრინციპები, სტრატეგიები და სხვ.
ვრცლად
 
<< 1 2 3 >>
საავტორო უფლებები დაცულია 2006, "კონსტიტუციის 42 -ე მუხლი "
ვებ-გვერდის შექმნა დაფინანსებულია ნიდერლანდების საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ