Union  ''Article 42 of the Constitution'' Home Site Archive Site Map
             სიახლეები       ჩვენს შესახებ       თანამშრომლები       განათლება       გამომცემლობა       ფოტო გალერეა       არქივი       საიტის რუქა        კონტაქტი

 
2009 წლის 25 იანვარს 11 საათზე ჩანიშნულია ორგანიზაცია კონსტიტუციის 42-ე მუხლის საერთო კრება ::  სახალხო დამცველის აპარატი და ორგანიზაცია ,,კონსტიტუციის 42-ე მუხლი" აცხადებენ შიდსის თემატიკასთან დაკავშირებული პოსტერების კონკურსს ::  18 ოქტომბერი - ტრეფიკინგის წინააღმდეგ ბრძოლის დღეა ::  ცხადდება კონკურსი საუკეთესო ესეს გამოსავლენად ::  ორგანიზაცია “კონსტიტუციის 42-ე მუხლი” პროექტის “სტრატეგიული სამართალწარმოება კავკასიაში” ფარგლებში აცხადებს კონკურსს სტრატეგიული საქმის შესარჩევად. ::  სტაჟირება ადვოკატებისთვის ::  “პატიმართა ჯანმრთელობა და მათი სამართლებრივი მდგომარეობა” :: 
    
  ნავიგაცია
სიახლეები
ადვოკატები
პროექტები
პარტნიორები
მონაცემთა ბაზა
პუბლიკაციები
ფორუმი
ვაკანსიები
კონსულტაციები
საიტის რუქა
კონტაქტი
  კალენდარი
მარტი 2010
კვ ორშ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ
28 1 2 3 4 5 6
7 8 9 10 11 12 13
14 15 16 17 18 19 20
21 22 23 24 25 26 27
28 29 30 31 1 2 3
  გამოკითხვა
როგორ ფიქრობთ, გახდება ნაფიც მსაჯულთა სასამართლო საქართველოში ეფექტური მართლმსაჯულების გარანტი?
 გახდება
 არ გახდება
 არ ვიცი



არქივი
  პარტნიორები
  მთვლელი




თანამშრომლები :
ასაკაშვილი როლანდი
(კავშირის წევრი, ადვოკატი)
დაიბადა 1971 წლის 19 სექტემბერს; 2000 წელს დაამთავრა ივ.ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტი; ორგანიზაციაში მუშაობს 1999 წლიდან; გავლილი აქვს ადვოკატთა საკვალიფიკაციო ტესტირება სისხლის სამართალში; არის საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის წევრი; ფლობს რუსულ ენას.
გაბისონია თამარი
(კავშირის წევრი, ადვოკატი)
დაიბადა 1980 წლის 10 მარტს, 2003 წელს დაამთავრა ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტი; ადამიანის უფლებათა დაცვის ცენტრში საადვოკატო საქმიანობას ეწევა 2002 წლიდან; გავლილი აქვს ადვოკატთა საკვალიფიკაციო ტესტირება საერთო სპეციალიზაციაში; მუშაობს ევროსასამართლოს ქვემდებარე საქმეებზე; არის საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის წევრი. მისი თანაავტორობით გამოცემულია ბროშურა “ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო და თქვენი ფუნდამენტური უფლებები”. ფლობს ინგლისურ და რუსულ ენებს.
ხაჩიძე დიმიტრი
(კავშირის წევრი, ადვოკატი)
დაიბადა 1979 წლის 19 ივლისს. 2001 წელს დაამთავრა ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტი;ორგანიზაციაში საქმიანობას ეწევა 2000 წლიდან; ჩაბარებული აქვს ადვოკატთა საკვალიფიკაციო გამოცდა სისხლის სამართალში; საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის წევრი; ავტორი ბროშურისა ,,საპროცესო შეთანხმება”; ფლობს ინგლისურ და რუსულ ენებს.
ელბაქიძე ნინო
(კავშირის წევრი, ადვოკატი)
დაიბადა 1981 წლის 01 აპრილს, 2003 წელს დაამთავრა ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტი. ადამიანის უფლებათა დაცვის ცენტრში საადვოკატო საქმიანობას ეწევა 2002 წლიდან. გავლილი აქვს ადვოკატთა საკვალიფიკაციო ტესტირება საერთო სპეციალიზაციაში, წარმოებაში აქვს საკონსტიტუციო სასამართლოს ქვემდებარე საქმეებიც; ფლობს რუსულ, ინგლისურ ენებს.
თვარაძე ანნა
(ორგანიზაციის წევრი, ადვოკატი)
დაიბადა 1983 წლის 19 დეკემბერს. 2006 წელს დაამთავრა ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სოხუმის ფილიალი. იურიდიული ფაკულტეტი. ორგანიზაციაში საადვოკატო საქმიანობას ეწევა 2006 წლიდან. გავლილი აქვს საადვოკატო ტესტირება საერთო სპეციალიზაციაში. არის ადვოკატთა ასოციაციის წევრი. მისი თანაავტორობით გამოიცა ბროშურა “საკონსტიტუციო სასამართლოსადმი მიმართვის ფორმები და პროცედურები”. მუშაობს სამოქალაქო, ადმინისტრაციულ, სისხლის და საკონსტიტუციო საქმეებზე. ფლობს ინგლისურ და რუსულ ენებს.
კახაბერ კახაბერი
(კავშირის წევრი, ადვოკატი)
დაიბადა 1978 წლის 15 ივნისს, 2000 წელს დაამთავრა საქართველოს ეკოლოგიურ-ეკონომიური ინსტიტუტის სამართალმცოდნეობის ფაკულტეტი; ადამიანის უფლებათა დაცვის ცენტრში საადვოკატო საქმიანობას ეწევა 1999 წლიდან; 2003 წლის აგვისტოდან არის კავშირის გამგეობის წევრი; მუშაობს საერთო სპეციალიზაციითა და ეკოლოგიურ საკითხებზე; ფლობს რუსულ ენას.
კობახიძე მანანა
(აღმასრულებელი დირექტორი, კავშირის წევრი, ადვოკატი)
1990 წელს დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ისტორიის ფაკულტეტი, სპეციალობა-პოლიტოლოგია; 2003 წელს დაამთავრა თბილისის იურიდიული ინსტიტუტი; ადამიანის უფლებათა დაცვის ცენტრში საადვოკატო საქმიანობას ეწევა 2002 წლიდან; გავლილი აქვს ადვოკატთა საკვალიფიკაციო ტესტირება საერთო სპეციალიზაციაში; ჩაბარებული აქვს მოსამართლეთა საკვალიფიკაციო გამოცდა სამოქალაქო და ადმინისტრაციულ სამართალში; მუშაობს ევროსასამართლოს ქვემდებარე საქმეებზე; კავკასიის უნივერსიტეტის სამართლის სკოლის ასოცირებული პროფესორი; საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის წევრი; სპეციალისტი საქმეზე(საკონსტიტუციო სასამართლო) ,,ქეთევან ბახტაძე-საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ”; მისი რედაქტორობით გამოცემულია ბროშურა “ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო და თქვენი ფუნდამენტური უფლებები”. ფლობს ინგლისურ და რუსულ ენებს.
ლეგაშვილი ნიკოლოზი
(გამგეობის თავმჯდომარე, კავშირის წევრი, ადვოკატი)
დაიბადა 1972 წლის 28 ოქტომბერს. 1996 წელს დაამთავრა ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტი; საადვოკატო სქმიანობას ეწევა 1994 წლიდან, ორგანიზაციაში მუშაობს 2004 წლიდან; გავლილი აქვს ადოკატთა საკვალიფიკაციო გამოცდა საერთო სპეციალიზაციაში; მუშაობს ევროსასამართლოს ქვემდებარე საქმეებზე; საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის წევრი; თანაავტორი ბროშურისა “ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო და თქვენი ფუნდამენტური უფლებები”. ფლობს ინგლისურ და რუსულ ენებს.
მჭედლიშვილი რუსუდანი
(გამგეობის წევრი, ადვოკატი)
დაიბადა 1983 წლის 18 მაისს, 2005 წელს დაამთავრა თბილისის ბიზნესის სახელმწიფო უნივერსიტეტი. ორგანიზაციაში საადვოკატო საქმიანობას ეწევა 2004 წლიდან. გავლილი აქვს ადვოკატთა საკვალიფიკაციო გამოცდა საერთო სპეციალიზაციაში; მუშაობს სისხლის, სამოქალაქო და ადმინისტრაციულ საქმეებზე, წარმოებაში აქვს საკონსტიტუციო სასამართლოში ქვემდებარე საქმეები; არის საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის წევრი, ფლობს ინგლისურ და რუსულ ენებს.
ნაზღაიძე შორენა
(გამგეობის წევრი,ადვოკატი)
დაიბადა 1981 წლის 04 მარტს, 1998 წელს დაამთავრა თბილისის იურიდიული ინსტიტუტის იურიდიული ფაკულტეტი; არის ორგანიზაციის ერთ-ერთი დამფუძნებელთაგანი; გავლილი აქვს ადვოკატთა საკვალიფიკაციო ტესტირება სამოქალაქო სამართლის სპეციალიზაციით, არის საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის წევრი; ფლობს ინგლისურ და რუსულ ენებს.
ფილეევა ელენე
(გამგეობის წევრი, ადვოკატი)
დაიბადა 1978 წლის 18 ივნისს, 2000 წელს დაამთავრა ჰუმანიტარულ-ეკონომიკური უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტი. ორგანიზაციაში საქმიანობს 2002 წლის ოქტომბრიდან. მუშაობს სამოქალაქო, ადმინისტრაციულ და კონსტიტუციურ საქმეებზე, ასევე აწარმოებს ევროსასამართლოს ქვემდებარე საქმეებს, გავლილი აქვს ადვოკატთა საკვალიფიკაციო ტესტირება სამოქალაქო სპეციალიზაციაში, არის ადვოკატთა ასოციაციის წევრი, ფლობს რუსულ და ინგლისურ ენებს.
ფრიდონაშვილი თამარი
(კავშირის წევრი,ადვოკატი)
დაიბადა 1979 წლის 07 ივლისს; 2000 წელს დაამთავრა თბილისის იურიდიული ინსტიტუტის სამართალმცოდნეობის ფაკულტეტი; გავლილი აქვს ადვოკატთა საკვალიფიკაციო ტესტირება სამოქალაქო სამართლის სპეციალიზაციაში; საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის წევრი; ორგანიზაციის ადვოკატია 2004 წლიდან; ფლობს რუსულ და გერმანულ ენებს.
ჩოფიკაშვილი არჩილი
(ადვოკატი, კავშირის წევრი)
დაიბადა 1979 წლის 21 თებერვალს. 2001 წელს დაამთავრა თბილისის დამოუკიდებელი უნივერსიტეტი “იბერია”, იურიდიული ფაკულტეტი; 2001 მეცნიერებათა აკადემიის ასპირანტი, სპეციალობით სისხლის სამართლის პროცესი; ორგანიზაციაში საქმიანობას ეწევა 2000 წლიდან; ჩაბარებული აქვს ადვოკატთა საკვალიფიკაციო გამოცდა საერთო სპეციალიზაციით; ჩაბარებული აქვს მოსამართლეთა საკვალიფიკაციო გამოცდა; არის საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის წევრი; ავტორი ბროშურისა "დაცვის სტრატეგია",`თქვენი უფლებები სააპელაციო სასამართლოში" სპეციალიზაცია: სისხლი, სამოქალაქო, ადმინისტრაციული, ადამიანის უფლებები, საკონსტიტუციო სამართალი; ფლობს ინგლისურ და რუსულ ენებს;
ჩოხელი მარინა
(კავშირის წევრი, ადვოკატი)
დაიბადა 1978 წლის 27 ოქტომბერს; 2000 წელს დაამთავრა თბილისის იურიდიული ინსტიტუტი; ორგანიზაციაში საქმიანობას ეწევა 1999 წლიდან; გავლილი აქვს ადვოკატთა საკვალიფიკაციო გამოცდა სამოქალაქო სამართლის სპეციალიზაციაში; არის საქართველოს ადოკატთა ასოციაციის წევრი; ფლობს ინგლისურ და რუსულ ენებს;
ჭინჭარაული ლაშა
(გამგეობის წევრი, ადვოკატი)
დაიბადა 1977 წლის 04 ოქტომბერს, 1999 წელს დაამთავრა ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტი, 2000 წლიდან არის ადამიანის უფლებათა დაცვის ცენტრის ადვოკატი; ჩაბარებული აქვს ადვოკატთა საკვალიფიკაციო გამოცდა; საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის წევრი; ავტორი ბროშურისა ,,როგორ გავასაჩივროთ სისხლის სამართლის საქმეზე გამოტანილი განაჩენი”; ფლობს ინგლისურ და რუსულ ენებს.
ჯანეზაშვილი ნაზი
(კავშირის წევრი,პროექტის კოორდინატორი)
დაიბადა 1980 წლის 02 თებერვალს; 2002 წელს დაამთავრა თბილისის ჰუმანიტარული ინსტიტუტის სამართალმცოდნეობის ფაკულტეტი; გავლილი აქვს ადვოკატთა საკვალიფიკაციო გამოცდა სისხლის სამართლის სპეციალიზაციაში; საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის წევრი; ორგანიზაციაში საქმიანობას ეწევა 2004 წლდან; ფლობს ინგლისურ და რუსულ ენებს.
ჯაფარიძე მერი
(ადვოკატი)
დაიბადა 1985 წლის 5 ივლისს. 2006 წელს დაამთავრა ივ. ჯავახიშვილის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტი; ორგანიზაციაში საქმიანობს 2006 წლიდან. ჩაბარებული აქვს ადვოკატთა საკვალიფიკაციო გამოცდა საერთო (სისხლისა და სამოქალაქო) სპეციალიზაციით. ფლობს ინგლისურ და რუსულ ენებს.
ჯიჯელავა ვანდა
(ადვოკატი, კავშირის წევრი)
დაიბადა 1982 წლის 28 იანვარს. 2004 წელს დაამთავრა ივ. ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის სოხუმის ფილიალის იურიდიული ფაკულტეტი; 2004 წლიდან ეწევა საადვოკატო საქმიანობას ადამიანის უფლებათა დაცვის ცენტრში; ჩაბარებული აქვს ადვოკატთა საკვალიფიკაციო გამოცდა სამოქალაქო და სისხლის სამართლის სპეციალიზაციაში; მუშაობს ევროსასამართლოს ქვემდებარე საქმეებზე; საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის წევრი; ფლობს ინგლისურ და რუსულ ენებს.



Really Simple Syndication 2.0 საავტორო უფლებები დაცულია © 2007, "კონსტიტუციის 42 -ე მუხლი "
ვებ-გვერდის შექმნა დაფინანსებულია ნიდერლანდების საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ