ცხადდება კონკურსი საუკეთესო ესეს გამოსავლენად
14-10-2008
ორგანიზაცია ”კონსტიტუციის 42-ე მუხლი” ეუთოს მისიის მხარდაჭერით ახორციელებს პროექტს "მოწყვლადი და მარგინალური ჯგუფების წარმომადგენელთათვის სამართლებრივი დახმარების აღმოჩენა სასჯელაღსრულებით დაწესებულებებში". ამ პროექტის ფარგლებში ორგანიზაცია ”კონსტიტუციის 42-ე მუხლი” აცხადებს ესეების კონკურსს დაავადებული (შიდსით, შიზოფრენიით, სიმსივნებიის მძიმე ფორმით და ა.შ ) პატიმრების უფლებების დაცვის თემატიკაზე.

ესე უნდა იყოს დაბეჭდილი აკადნუსხური , 12-იანი შრიფტით და არ უნდა აღემატებოდეს 10 გვერდს.

კონკურსის შედეგად გამოვლენილი საუკეთესო ესეების ავტორები გაივლიან 3 (სამ) თვიან სტაჟირებას ორგანიზაცია ”კონსტიტუციის 42-ე მუხლში”.


ესეს გაგზავნა შეგიძლიათ შემდეგ ელექტრონულ მისამართებზე: mari@article42.ge , raisa@article42.ge

ესეს წარმოდგენის საბოლოო ვადაა მიმდინარე წლის 16 ნომბერი.

ორგანიზაცია ”კონსტიტუციის 42-ე მუხლი”
მისამართი : თბილისი, შევჩენკოს 12;
ტელ: +995(22) 93 28 59