| 18 ოქტომბერი - ტრეფიკინგის წინააღმდეგ ბრძოლის დღეა | |
| 20-10-2008 | |
2008 წლის 18 ოქტომბერს, ევროპა მეორედ ზეიმობს ადამიანებით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) წინააღმდეგ ბრძოლის დღეს. 2008 წლის 21 ოქტომბერს, 12:00 სთ-დან 15:00 სთ-მდე "ქორთიარდ მარიოტში" (თავისუფლების მოედანი #4) ამ თარიღის აღსანიშნავად, ადამიანით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) მსხვერპლთა, დაზარალებულთა დაცვისა და დახმარების სახელმწიფო ფონდი და საქართველოში მოღვაწე არასამთავრობო და საერთაშორისო ორგანიზაციები აწყობენ ღონისძიებას, რომლის მიზანია საზოგადოებრივი ცნობიერების ამაღლება ადამიანის უფლებების ფუნდამენტური დარღვევის დანაშაულის შესახებ. ღონისძიებაზე მონაწილე ორგანიზაციები გააკეთებენ პრეზენტაციას იმ აქტივობების შესახებ, რომლებისაც ახორციელებენ ტრეფიკინგის დანაშაულთან ბრძოლისათვის - დანაშაულის პრევენცია, ტრეფიკინგის მსხვერპლთა დახმარება და დაცვა, სისხლის სამართლებრივი დევნა.
|
|