სახალხო დამცველის აპარატი და ორგანიზაცია ,,კონსტიტუციის 42-ე მუხლი" აცხადებენ შიდსის თემატიკასთან დაკავშირებული პოსტერების კონკურსს
03-11-2008
საქართველოს სახალხო დამცველის აპარატი და ორგანიზაცია ,,კონსტიტუციის 42-ე მუხლი" შიდსთან ბრძოლის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით მართავენ საინფორმაციო კამპანიას.
კამპანიის ფარგლებში საქართველოს სახალხო დამცველის აპარატი და ორგანიზაცია ,,კონსტიტუციის 42-ე მუხლი" აცხადებენ შიდსის თემატიკასთან დაკავშირებული პოსტერების კონკურსს _ თქვენი თვალით დანახული პრობლემა _ შიდსი.

კონკურსზე წარმოდგენილი უნდა იყოს პოსტერი, რომელიც უკავშირდება შიდსის თემატიკას. პოსტერი უნდა იყოს უშუალოდ ავტორის მიერ შექმნილი. საკონკურსო ჟიურის მიერ შერჩეული პოსტერები გამოიფინება სახალხო დამცველის ოფისში. Hსაუკეთესო პოსტერების ავტორები დაჯილდოვდებიან სპეციალური პრიზებით.

პოსტერების წარმოდგენის საბოლოო ვადაა 25 ნოემბერი.

გთხოვთ გამოაგზავნოთ პოსტერები შემდეგ ელექტრონულ ფოსტაზე: mari@article42.ge