|
|
|
|
| ორგანიზაციის სტრატეგიული გეგმა (2005-2008) |
|
იურიდიული მომსახურება
საქართველოში ადამიანის უფლებების დაცვის ხელშეწყობა
- ამოცანა
ქვეყანაში არსებული მოწყლადი და მარგინალური ჯგუფებისათვის, ეთნიკური და რელიგიური უმცირესობების ჩათვლით, სამართლის ხელმისაწვდომობის გაუმჯობესება.
- სტრატეგია 1 - უფასო იურიდიული კონსულტაცია საზოგადოებისათვის
- სტრატეგია 2 - კლიენტთა წარმომადგენლობა ყველა ინსტანციის სასამართლოში, როგორც ქვეყნის შიგნით, ასევე ადამიანის უფლებათა დაცვის ევროპულ სასამართლოში
- სტრატეგია 3 - ადამიანის უფლებათა დარღვევის საქმეთა მოძიება და მათი ანალიზი
- სტრატეგია 4 - წარმომადგენლობა ადმინისტრაციულ დავებზე
- სტრატეგია 5 - სამართალწარმოების მხარეთათვის მომრიგებლური მომსახურების უზრუნველყოფა
- ამოცანა
ადამიანის უფლებათა დაცვის ევროპული სასამართლოსა და სხვა საერთაშორისო ორგანოთა პრეცედენტული სამართლისა და სტანდარტებისადმი ხელმისაწვდომობის გაუმჯობესება და დაჩქარება.
- სტრატეგია 1- შესაბამისი საერთაშორისო კანონმდებლობისა და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტთა ანალიზი
- სტრატეგია 2- შიდა სასამართლოებისათვის ადამიანის უფლებათა დაცვის ევროპული სასამართლოს პრეცედენტთა გაცნობა
- სტრატეგია 3- განაცხადთა მომზადება ადამიანის უფლებათა დაცვის ევროპული სასამართლოსათვის
- ამოცანა
როგორც პრაქტიკოსი, ასევე მომავალი ადვოკატების პროფესიონალური დონის გაუმჯობესება
- სტრატეგია 1- იურიდიული ფაკულტეტის სტუდენტებისათვის არსებული იურიდიული კლინიკის შენარჩუნება და გაუმჯობესება
- სტრატეგია 2- უნივერსიტეტებთან ერთად ადამიანის უფლებათა დაცვის ერთობლივი საგანმანათლებლო პროგრამების შემუშავება, როგორიცაა იურიდიული პროგრამა სოციალურად დაუცველი ფენებისათვის/ სამართლის პრაქტიკული კურსი
- სტრატეგია 3 - სახელმწიფო უნივერსიტეტში ევროპულ სწავლებათა ცენტრის დაარსებაში მონაწილეობის მიღება ადამიანის უფლებათა დაცვის ევროპული სასამართლოში მუშაობის განსაკუთრებული გამოცდილების შეთავაზების გზით
- სტრატეგია 4 – ადამიანის უფლებათა დაცვის ევროპული სასამართლოს პრაქტიკისა და პროცედურის ქართველი ადვოკატებისათვის გაცნობა
- ამოცანა
საქართველოში მცირე საწარმოთათვის სამართლიანი იურიდიული გარემოსა და ბიზნეს ეთიკის დამკვიდრების ხელშეწყობა
- სტრატეგია 1- დამწყები ბიზნესმენებისათვის კონსულტაციებისა და იურიდიული დახმარების გაწევა. სამეწარმეო სამართლის ისეთ ზოგად საკითხებზე, როგორიცაა- რა არის საჭირო ბიზნესის დასაწყებად? ( კომპლექსური იურიდიული დახმარების ცენტრი დამწყებ ბიზნესმენთათვის)
- სტრატეგია 2- ბიზნეს საზოგადოების წამომადგენლობა კომერციულ დავებზე საერთო და საარბიტრაჟო სასამართლოებში ან დავათა გადაწყვეტის ალტერნატიული გზების შეთავაზებისას
- სტრატეგია 3- კონსულტაციებისა და სხვა მომსახურების გაწევა ისეთ საკითხებზე, როგორიცაა კომპანიის რეორგანიზაცია, შერწყმა ან გაკოტრება
- სტრატეგია 4- როგორც ადგილობრივი, ასევე უცხოურ კომპანიებთან ხელშეკრულებების დადების თაობაზე კონლულტაციების გაწევა და სათანადო დოკუმენტების შედგენა
საქართველოში ადამიანის უფლებების დაცვის ხელშეწყობა
- ამოცანა
- შიდა კანონპროექტთა ვიზირება (გადახედვა) და პარლამენტისათვის ( შესაბამისი ორგანოსათვის) რეკომენდაციების შემუშავება.
- კონსტიტუციურ სარჩელთა მომზადება და შეტანა საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოში.
- ამოცანა
საერთაშორისო ხელშეკრულებათა დროული რატიფიკაციისა და შესრულების მხარდაჭერა.
- პოსტ-რატიფიკაციის სამოქმედო გეგმის, ისევე როგორც მოქმედი კანონმდებლობის ცვლილებათა და დამატებათა კანონპროექტთა შემუშავება.
- საჯარო დისკუსიის ინიცირება რატიფიკაციისა და აღსრულების პროცესის თაობაზე.
- ამოცანა
ქვეყანაში ეფექტური მმართველობის პრინციპების დამკვიდრების მხარდაჭერა
- ადგილობრივი თვითმმართველობისა და მმართველობის ორგანოთა მონიტორინგი
- საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის სხვადასხვა პრინციპებისათვის, მათ შორის ინფორმაციის თავისუფლებისათვის გარანტიების შექმნა
- ადგილობრივი მმართველობის დონეზე არსებული კორუფციული პრაქტიკის აღმოფხვრა
- სახელმწიფო მოხელეთა უნარ-ჩვევების შემდგომი განვითარება.
- ადგილობრივი მმართველობის შესახებ ხარისხიანი ლიტერატურის ხელმისაწვდომობის გაუმჯობესება და საკანონმდებლო და ანალიტიკური ლიტერატურის შექმნა
ადამიანის უფლებათა შესახებ საზოგადოებრივი ცნობიერების ამაღლება
- ამოცანა
მოსახლეობისა და სამოქალაქო საზოგადოების ცნობიერების ამაღლება ადამიანის ფუნდამენტურ უფლებებზე.
- ადამიანის უფლებათა დაცვის შესახებ საგანმანათლებლო და ხელშემწყობი მასალების, ბროშურების, ტრეინინგის პაკეტის და ვიდეო მასალის შემუშავება და მათი ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფა სხვადასხვა სამიზნე ჯგუფებისათვის, როგორიცაა: ქალები, საშუალო სკოლის მოსწავლეები, ახალგაზრდული ცენტრები, არასამთავრობო ორგანიზაციები, სათემო და საინიციატივო ჯგუფები და სხვა.
- საზოგადოებასთან ურთიერთობა და მედიასთან მუშაობა ქვეყნის მასშტაბით
- სამოქალაქო უფლებების ქსელის დაარსება და კავშირების დამყარება საადვოკატო საქმიანობაში, ადამიანის უფლებების დაცვაში და საზოგადოებრივი ცნობიერების ამაღლებით დაკავებული სხვადასხვა ორგანიზაციებთან
- ორგანიზაციის ვებ გვერდიდან, ბმულების საშუალებით, ადამიანის უფლებათა დამცავ და საზოგადოებრივი ორგანიზაციების ვებ გვერდებზე გადასვლა
- ადამიანის უფლებათა დაცვის სფეროში ინტერნეტ რესურს-ცენტრის დაარსება სხვადასხვა სამიზნე ჯგუფებისათვის: ქალები, ახალგაზრდები, იძულებით გადაადგილებული პირები, ბავშვები და ა. შ.
- არსებული იურიდიული ბიბლიოთეკის გაძლიერება
- ამოცანა
ადამიანის ფუნდამენტურ უფლებებზე და მათი დაცვის საერთაშორისო მექანიზმებზე სამოქალაქო მოხელეთა ცნობიერების ამაღლება.
- სტრატეგია 1- სხვადასხვა სამთავრობო სტრუქტურებთან თანამშრომლობის გააქტიურება და სამართლებრივ საკითხებზე, დემოკრატიასა და ადამიანის უფლებებზე საგანმანათლებლო ტრეინინგ პროგრამების შემუშავება და შეთავაზება
- სტრატეგია 2- ადამიანის უფლებათა დაცვის საგანმანათლებლო და ხელშემწყობი მასალების მომზადება ისეთი სამიზნე ჯგუფებისათვის, როგორიცაა: ადგილობრივი მმართველობისა და თვითმმართველობის ორგანოთა, საჯარო სამსახურის, სამართალდამცავი ორგანოების და სასჯელაღსრულებითი სტრუქტურის წარმომადგენლები
ორგანიზაციის შესაძლებლობათა განვითარება
- ჯანსაღად ფუნქციონირებადი ორგანიზაციის შესანარჩუნებლად არსებული პოლიტიკისა და სისტემების გაძლიერება.
- ორგანიზაციის პოლიტიკისა და პროცედურების სახელმძღვანელო დოკუმენტების განახლება შემდეგ სფეროებში:
- ორგანიზაციის ფუნქციონირება
- კადრები
- მუშაობის შეფასების სისტემა
- ბუღალტერია
- სტრატეგიული გეგმის გადასინჯვა და განახლება
- 2005 წლის ფინანსური გეგმის შეფასება და საჭიროებისამებრ განახლება
- ორგანიზაციის პოტენციალის ზრდა ტექნიკური დახმარების, ტრეინინგის და თანამშრომელთა პროფესიონალური განვითარების მეშვეობით.
- თანამშრომელთა მარკეტინგული უნარ-ჩვევების ზრდა
- განაცხადთა წერის უნარის ზრდა თანამშრომელთა შორის და მათი ცოდნის ამაღლება სხვადასხვა ფონდებიდან სახსრების მოძიების საკითხებზე
- ორგანიზაციაში ლიდერობისა და მენეჯმენტის შესაძლებლობათა ზრდა და გაღრმავება
- თანამშრომლებისათვის და გამგეობის წევრთათვის რეგულარული ტრეინინგებისა და ტექნიკური დახმარების გეგმის შემუშავება. იმ შემთხვევაში, თუ ეს მიზანშეწონილია უნდა შემუშავდეს თანამშრომელთა შესაბამისი სერტიფიცირების გეგმა.
- გამგეობის წევრთა მენეჯერული და სტრატეგიული დაგეგმვის უნარ-ჩვევების განვითარება
|
|
|
|