20-10-2009
17 ოქტომბერს, რუსთავში მოეწყო ადვოკატთა ქსელის შეხვედრა თემაზე "ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის ევროპული კონვენციით გარანტირებული უფლებები".
შეხეედრა განკუთვნილი იყო პრაქტიკოსი ადვოკატებისათვის და მიზნად ისახავდა მათთვის პრაქტიკული ინფორმაციის მიწოდებას ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის 39 და მე-5 მუხლებზე, ასევე ევროსასამართლოს გადაწყვეტილებათა აღსრულებასთან დაკავშირებულ საკითხებზე.
“ევროსასამართლოს საქმეებზე მომუშავე ადვოკატთა ქსელი შეიქმნა პროექტის "სტრატეგიული სამართალწარმოება კავკასიაში" ფარგლებში, რომელსაც ახორციელებს ორგანიზაცია ”კონსტიტუციის 42-ე მუხლი”. პროექტის საერთაშორისო პარტნიორები არიან “ნიდერლანდების ჰელსინკის კომიტეტი” და “ინტერაითსი” (დიდი ბრიტანეთი); რეგიონალური პარტნიორები _ “სომხური ინსტიტუტი განვითარებისათვის” (სომხეთი) და “სამართლებრივი განათლების საზოგადოება” (აზერბაიჯანი). პროექტი დაფინანსებულია ნიდერლანდების საგარეო საქმეთა სამინისტროსა და ბრიტანეთის საელჩოს GOF RE ფონდის მიერ. ქსელში უკვე გაერთიანებულია 50-ზე მეტი ადვოკატი მთელი საქართველოს მასშტაბით.