ორგანიზაცია ,,კონსტიტუციის 42-ე მუხლი” აქტიურად ეწევა საგამომცემლო საქმიანობას.
ჩვენს მიერ გამოცემული ბროშურებითა და ბუკლეტებით მოქალაქეთა ფართო ფენებს საშუალება აქვთ გაეცნონ
ინფორმაციას საკუთარ უფლებებსა და თავისუფლებებზე. პოპულარულ ენაზე გადმოცემული
კანონთა არსი ფართო ფენებს ეხმარება მნიშვნელოვანი ინფორმაციის მიღებაში.იურიდიული პრობლემის არსებობისას მოქალაქეებს შეუძლიათ თავადვე დაიცვან თავიანთი უფლებანი
ბროშურებში არსებული საპროცესო დოკუმენტების ნიმუშების გამოყენებით. ჩვენი ბროშურები ხელმისაწვდომია ნებისმიერი
მსურველისათვის როგორც ოფისში, ასევე ჩვენს საიტზეც (ელექტრონული ვარიანტი).